ოქრო NYMEX(უნც.)  1280.93  +0.44%    |    პლატინა (უნც.)  930.10  +0.70%    |    ვერცხლი (უნც.)  16.966  +0.74%    |    პალადიუმი NYMEX  988.90  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  11.645  -0.21%    |    ალუმინი (ტონა)  2.076  -0.54%    |    ნავთობი (Brent)  62.51  +0.47%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.93  -0.33%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122  -0.78%    |    ხორბალი (ტონა)  422  0.00%    |   
 USD 2.7137        EUR 3.1897        GBP 3.5943        RUB 4.6071        UAH 1.0152        AZN 1.5982        AMD 5.5987      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Subway : გზა განათლებისთვის ფულის შესაგროვებლად გახსნილი სენდვიჩების დახლიდან პოპულარულ ბრენდამდე
წყარო: რადიო თანამგზავრი
8 ნოემბერი, 2017, 11:53
Subway : გზა განათლებისთვის ფულის შესაგროვებლად გახსნილი სენდვიჩების დახლიდან პოპულარულ ბრენდამდე

თბილისი (GBC) – Subway - ს სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსთან“, „ბურგერ კინგთან“, KFC -სა და Pizza Hut - თან ერთად  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მთელ მსოფლიოში. 

ისტორია კი ასე იწყება: 1965 წელს ფრედ დე ლუკამ, რომელსაც სამედიცინო განათლების მისაღებად ფინანსები სჭირდებოდა, ოჯახის მეგობრის, პიტერ ბეკის რჩევით, სენდვიჩების გასაყიდი პატარა დახლი დადგა. 1000 დოლარით დაწყებული  ბიზნეს პარტნიორობით საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელმაც Fast Food ინდუსტრია თავიდან ბოლომდე ამოატრიალა.

პირველი დაწესებულება 1965 წელს აშშ-ში, კონეკტიკუტის ქალაქ ბრიჯპოსტში გაიხსნა. პარტნიორებმა გადაწყვიტეს 10 წელიწადში 32 რესტორანი გაეხსნათ. ფრედმა მალევე აუღო ალღო ბიზნესს და გააცნობიერა, რომ მომხმარებლისთვის ხარისხიანი საკვების შეთავაზება და მაღალი დონის მომსახურეობა - პირველი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. მთავარი ფაქტორი იყო ასევე მომავალი რესტორნისთვის სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა. 

გარკვეული პერიოდი რესტორნები ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მოტივების გამოყენებით ფორმდებოდა.

1974 წლიდან  Subway - ს უკვე  16 რესტორანი ჰქონდა.  პარტნიორები მიხვდნენ, რომ 10 წლის განმავლობაში ისინი 32 რესტორანს ვერ გახსნიდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი კონკურენტების მსგავსად,  ე.წ. ფრანჩაიზინგის პრინციპით ემუშავათ  - 1974 წლიდან საბვეიმ სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა.  ის 14 ჯერ იყო აღიარებული, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ქსელი.

ბრენდზე უფლებას ამჟამად ფლობს კომპანია Doctor’s Associates, რომელიც 1965 წლიდან არსებობს. 1984 წელს უკვე მეათასე რესტორანი ამუშავდა. დღეისათვის მსოფლიოში Subway- ს 50 000 მდე რესტორანი ფუნქციონირებს. 2011 წელს ეს ქსელი მსოფლიო ლიდერებს შორის იყო და აშშ-სა და კანადაში დღესაც პოპულარულია.

მენიუში სენდვიჩების გარდა სხვადასხვა სახეობის სალათებისა და პურ-ფუნთუშეულის არსებობა, ასევე კარტოფილი ფრის უგულებელყოფა, Subway - ს წარმოაჩენს როგორც კომპანიას, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ კვებას სთავაზობს. ეს მათ სლოგანშიც აისახება - „Eat fresh!“ - ანუ „მიირთვი ახალი“.  რაც შეეხება თვით სენდვიჩებს, ისინი გამოირჩევიან კონკურენტთა პროდუქციისგან ფორმით - აქვთ მოგრძო, წყალქვეშა ნავის კორპუსის მსგავსი ფორმა. უწოდებენ „Submarine sandwich” -ს- შემოკლებით - „Sub“ -  სწორედ ამ შემოკლებული სახელწოდებისგან წარმოიქმნა ქსელის დასახელებაც.

სტანდარტულ რესტორნებთან ერთად, Subway -ს დაწესებულებები არასტანდარტულ ადგილებშიც არის განთავსებული - მაგალითად, აქვს რამდენიმე  რესტორანი ერაყში და 2 რესტორანი პენტაგონში. პენტაგონის Subway -მ საუკეთესო სწრაფი მომსახურეობის მხრივ 8-ე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები