ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6951        EUR 3.1013        GBP 3.5131        RUB 4.1338        UAH 0.9595        AZN 1.5854        AMD 5.5695      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვლად ბეჟაშვილი: კომპანიების ფინანსების გახსნით ბაზარს ახალი სუნთქვა ეხსნება
ნინო შუბითიძე  
8 ნოემბერი, 2017, 16:50
ვლად ბეჟაშვილი: კომპანიების ფინანსების გახსნით ბაზარს ახალი სუნთქვა ეხსნება

თბილისი (GBC) – „ჩემი ფინანსები თუ ღია გახდება, არ ნიშნავს, რომ  ჩემი კომპანია უკან დაიხევს“, - EBIT Group -ის მმართველი პარტნიორი ვლად ბეჟაშვილი  ბიზნესების სინთეზის წარმატებულ მოდელზე საუბრობს, რომლის შესაძლებლობაც  ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონმა გააჩინა. 

„PSP დაზღვევის“ ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ  კომპანიებისთვის (წლიური ბრუნვით >2 მლნ ) IFRS ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება და ურთიერთწვდომა  გამსხვილების, ურთიერთინვესტირების, წილის სარფიანად გაყიდვის, ასევე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მეტი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

IFRS -ის ბუმია, -  მიმდინარე პროცესებს ფინანსისტი ასე აფასებს, რაც პირველ რიგში ინვესტორებს აძლევს ხელს, რადგან  სრული ინფორმაცია, რისთვისაც უწინ ბაზრის კვლევები სჭირდებოდათ,  მომავალი წლიდან ხელის გულზე ექნებათ.  რეფორმა გადაწყვეტილებისთვის  საჭირო ამომწურავი ინფორმაციის თავმოყრას გულისხმობს, როგორც კომპანიების, ისე  სექტორულ ჭრილში.

ახალი პლატფორმა  ფიზიკურ პირებსაც გაუმარტივებს არჩევანს, რომელი  საფინანსო ინსტრუმენტით იშოვონ ფული.   მისი თქმით,  ამ დროისთვის  თუ ბაზარზე ბონდების სულ რამდენიმე ემიტენტია (“m2 უძრავი ქონება”, ნიკორა, საქართველოს სალიზინგო კომპანია ...)  და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების ჯგუფი სარგებლობს, გაისად გაცილებით ბევრი იქნება,  ახალი პლატფორმის მეშვეობით, უფრო მოქნილი პირობებით  და სინთეზის სხვადასხვა უნარით.

ეს არ იქნება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების შეთავაზება სტანდარტული ნომინალით და ფიქსირებული განაკვეთით.  დაემატება  ბონუსური სისტემა, დანამატი,  კომპანიის მარჟინალობის კოეფიციენტით (საერთო მოგების წილი შემოსავალთან მიმართებაში) დაანგარიშდება.  მარტივად რომ წარმოვიდგინოთ საბაზისო 14%-ს დაემატება X% , 1-10%-ის ან მეტის  ფარგლებში.

ახალი ვალდებულებით  ფინანსური ანგარიშგებების პირველი  ფორმები  მომავალი წლის ოქტომბერში გამოჩნდება.  IFRS -ის ჯერ მხოლოდ I და II  კატეგორიის კომპანიებს მოეთხოვება, რომლის წლიური ბრუნვა >20 მლნ-ია.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები