ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ახალი TOYOTA LAND CRUISER PRADO უკვე საქართველოშია
9 ნოემბერი, 2017, 17:04
ახალი TOYOTA LAND CRUISER PRADO უკვე საქართველოშია

თბილისი (GBC) - ახალი TOYOTA LAND CRUISER PRADO უკვე საქართველოშია.

ტოიოტა კავკასიამ (Toyota-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) ქართველ ჟურნალისტებს შატო მუხრანში დაუვიწყარ ღონისძიებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველგანმავალი TOYOTA LAND CRUISER PRADO წარუდგინა.

TOYOTA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ   ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ TOYOTA LAND CRUISER PRADO  თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

წინასწარ არსებული დიდი ინტერესის ფონზე ლიდერობას ელიან საქართველოშიც, რასაც მოდელის პოპულარობაც შეუწყობს ხელს - „დღის განმავლობაში შესაძლოა 10 ერთეული Land Cruiser Prado იყოს მოთხოვნილი” - ამბობენ „ტოიოტა ცენტრი თბილისის” წარმომადგენლები.

ერთ -ერთი სიახლეა ფერებიც - ექსტერიერი10 სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).

რაც შეეხება  ინტერიერს, ის ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - „Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.

“იმედია ქართველი მომხმარებელიც აიტაცებს იმ ახალ ფერებს, რომელიც Toyota-მ შემოგვთავაზა. არ არსებობს დღე, რომ მოთხოვნა არ იყოს რამდენიმე Prado-ზე, არ არსებობს გაუყიდავი და ჩარჩენილი  Prado“, - აღნიშნავს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-ს გაყიდვების მენეჯერი ნინუკა გაგუა.

Toyota Land Cruiser Prado შატო-მუხრანში შეკრებილებმა უკვე გატესტეს და მათი შეფასება ერთსულოვანია - „ძალიან კომფორტული და უგზოობაში ყოვლისშემძლე“.

მოყვარულების შეფასებები ავტოინდუსტრიის ექსპერტების შეფასებებს ემთხვევა - Toyota Land Cruiser Prado - ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი და და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები.

სწორედ გაუმჯობესებულ ფუნქციებზე აკეთებს აქცენტს „ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტისა და ფასწარმოქმნის სპეციალისტი.

„დღეიდან წარმოგიდგენთ ახალ Prado-ს, რომელიც თავის წინა მოდელთან შედარებით საკმაოდ გაუმჯობესებული კომპლექტაციის ავტომობილია. ახალი მოდელი აღჭურვილია ახალი, დამატებითი ოფციებით, საუბარია უგზოობისა და საგზაო ოფციებზე, რომელიც Toyota Land Cruiser Prado-ს მძღოლს უადვილებს უგზოობისას გადაადგილებას და უქმნის მთელ კომფორტს. ავტომობილის მფლობელს შეუძლია ერთდროულად აირჩიოს 5 სხვადასხვა მოჭიდების ოფცია და გაუდგეს გზას. Toyota Land Cruiser Prado ყოველგვარ წინაღობას დაძლევს, როგორიცაა ქვიშა, წყალი, თოვლი, თუ კლდე“, - ამბობს გაგა კოხრეიძე „ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტის  და ფასწარმოქმნის სპეციალისტი.

ცოტა რამ მისი დიზაინის შესახებ: ავტომობილში დაგხვდებათ ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2  და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.

ცოტა რამ მისი დიზაინის შესახებ: ავტომობილში დაგხვდებათ ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2  და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.

წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

Toyota Land Cruiser Prado უგზოობის პირობებში შეუდარებელია!  უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).

ამ ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.

ავტომობილის მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.

ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, Toyota Land Cruiser Prado -ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

ახალი Toyota Land Cruiser Prado -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება - უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.

თუმცა ბევრჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი (ახალი ავტომობილის შემთხვევაში კი უფრო ალბათ ერთხელ გამოცდილი) სჯობია. შესაბამისად ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს ნამდვილად ვურჩევთ, მხოლოდ ტოიოტას ოფიციციალურ დილერებს მიმართონ: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრი თეგეტას და თავად გამოსცადონ ახალი „პრადოს“ ახალი შესაძლებლობები.

ინფორმაცია, როგორც ახალი პრადოს, ასევე ტოიოტას ოფიციალური დილერების შესახებ ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები