ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
LEGO - ზღაპრების სამეფოში შექმნილი უშრეტი ფანტაზიის წყარო
10 ნოემბერი, 2017, 18:37
LEGO - ზღაპრების სამეფოში შექმნილი უშრეტი ფანტაზიის წყარო

თბილისი (GBC) - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სათამაშო, ყველა ბავშვის ოცნება - კონსტრუქტორი LEGO ანდერსენის სამშობლოში -  დანიაში გაჩნდა.

თითქოს სწორედ აქ, ზღაპრების სამეფოში უნდა გამოჩენილიყო ეს შესანიშნავი პროდუქტი. პატარა კუბიკების გროვა, რომელიც გასაოცარ სათამაშოებად იქცევა.

არაჩვეულებრივი გამოგონება - LEGO  - დანიის ცხოვრების ნაწილი გახდა. 1968 წელს ააგეს ლეგოლენდი - პატარა სამყარო 45 მილიონიანი კუბისგან, სადაც სიამოვნებით დადიან ბავშვები და არანაკლები სიამოვნებით - უფროსებიც.

სათამაშოების სამყაროში ყველაზე ცნობადი ბრენდი 1932 წელს, დანიის პატარა ქალაქ ბილუნდში დანიელი დურგლის - ოლე კირკო კრისტიანსენის მიერ შეიქმნა.  თავის პატარა ფაბრიკაში კრისტენსენი აწარმოებდა ტაბურეტებს, კიბეებს, უთოსთვის საჭირო ფიცრებს, ხის სათამაშოებს. კომპანიამ სახელწოდება 1934 წელს მიიღო სიტყვათა შეხამებით - LEg GOdt - რაც დანიურიდან ითარგმნება, როგორც „ითამაშე კარგად“. 

ოლე კირკ კრისტიანსენმა ფირმის საუკეთესო სახელისთვის თავის თანამშრომლებში კონკურსი გამოაცხადა და მძიმე კონკურენტულ ბრძოლაში თვითონვე გაიმარჯვა. ამის შემდეგ ეს სახელი ამშვენებს კომპანიის ყველა პროდუქციას. მამასთან ერთად ადრევე დაიწყო მუშაობა შვილმა - გოტფრედმა, რომელმაც შემდეგ  კომპანია ჩაიბარა. 17 წლიდან ხელი მიჰყო მოდელირებასა და ხის სათამაშოების წარმოებას. შემდეგში „ლეგო გრუპის“ ხელმძღვანელობა გადაიბარა დამაარსებლის შვილიშვილმა  - კილდ კირკ კრისტენსენმა.

1949 წელს LEGO -მ დაიწყო 4 და 8 შვერილიანი ავტომატურად დაკავშირებული ძელაკების გამოშვება - მათში უკვე ამოიცნობა მომავალი კონსტრუქტორის ნიშნები. 1954 წელს ასეთ კუბებს შეარქვეს „ლეგო კუბიკები“. მათი დამაგრების თანამედროვე სისტემა 1958 წელს დააპატენტეს, იმავე წელს კომპანიამ შეიმუშავა  ე.წ. „სათამაშო სისტემა“ - კონსტრუქციის ძირითადი და დამატებითი ელემენტების განსაზღვრული ნაკრები, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო რთულდებოდა. კუბიკების შემდეგ დაემატა ადამიანების, ცხოველების, ტრანსპორტის ფიგურები და კიდევ ძალიან ბევრი სხვადასხვა ელემენტი და კუბიკი.

1973 წელს ჩნდება ის ლოგოტიპი, რომელიც დღევანდელ დღესაა ცნობილი. მანამდე პროდუქცია სხვადასხვა ლოგოტიპით გამოდიოდა, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის აქტიურად გამოჩენამ გამოიწვია ერთიანი ნიშნის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ყველა ქვეყანაში იქნებოდა ცნობილი.

LEGO -ს ყველაზე ცნობილი სერიებია „ქალაქები“, „ციხე-კოშკები“, „კოსმოსი“, „მეკობრეები“, არისჰარი პოტერისა და ვარსკლავური ომებისადმი მიძღვნილი სერიები. საინტერესოა სერია „ტექნიკი“, რომელიც რობოტების ასაწყობად გამოიყენება; სერია „მაინდსტორმსი“არა მხოლოდ საკუთარი რობოტის შექმნას, არამედ კომპიუტერული მოდულის გამოყენებით მის დაპროგრამებას სთავაზობს. რა თქმა უნდა, ამას მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს.

2006 წელს ჟურნალ BusinessWeek-მა დაწერა,  რომ ლეგოს ჯგუფი შეიძლება მსოფლიოს პირველი საბურავების მწარმოებელი გახდეს რადგან ის ყოველწლიურად ამ დროისთვის 306 მილიონ პატარა სათამაშო რეზინის საბურავს ამზადებდა. ამ რიცხვმა მიაღწია 381 მილიონს გადააჭარბა. 2012 წლის 20 ივნისს LEGO ოფიციალურად გახდა მსოფლიოს საბურავების მწარმოებელი ლიდერი გახდა. 

LEGO -ს წარმატების საფუძველი მის უბრალოებასა და უნივერსალურობაშია. მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით ლეგო მუდმივად იცვლება და იხვეწება, მყარად იკავებს ადგილს საბავშვო ოთახებში.

LEGO-სთან ერთად ფანტაზია უშრეტია, პატარა კუბებს ნებისმიერ სათამაშოდ გადაქცევა შეუძლიათ. ბავშვი LEGO-სთან ერთად ვითარდება, სწავლობს, თამაშობს.

მომხმარებლის აზრით, ამ ბრენდის ერთადერთი ნაკლი მის საკმაოდ მაღალ ფასში მდგომარეობს - LEGO -ს ღირებულება ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები