ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4488        EUR 2.87        GBP 3.2434        RUB 3.9137        UAH 0.9332        AZN 1.4443        AMD 5.0974      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
სპონსორები
ბიზნესი << უკან
HeidelbergCement -მა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა 
11 ნოემბერი, 2017, 11:50
HeidelbergCement -მა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა 

თბილისი (GBC) - HeidelbergCement -მა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა. 

კომპანიის ცნობით, მისი პარტნიორი საქართველოში საინვესტიციო კომპანია  Cement Invest -ია, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის და ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ის საკუთრებაა.

HeidelbergCement და  Cement Invest ერთობლივად მართავენ ამიერიდან კომპანიას.

გარიგების ღირებულება დაახლოებით,  115 მლნ ევროა, რომელშიც მოიაზრება მომავალში,  HeidelbergCement-ის ვალის გაქვითვაც.

HeidelbergCement -ში მიიჩნევენ, რომ პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემთ, გამოიყენონ GCF -ის და Hunnewell -ის შესაძლებლობები. ამასთან გაიზრდება კომპანიის კონკურენტუნარიანობა კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზებით, სადაც ახალი ღუმელის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ მოდერნიზების პროექტში GCF -ი და Hunnewel-ი თავიდანვე ჩართულნი იყვნენ. დაანონსებული იყო 100 მილიონი დოლარის დახარჯვა კასპის ცემენტის ქარხანაში ცემენტის მშრალი მეთოდით წარმოების ტექნოლოგიური ხაზის აშენებაში. 

შეგახსენებთ,  HeidelbergCement -მა საქართველოში საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ცემენტის წლიური წარმოება 2 მლნ ტონას აჭარბებს.  კომპანიას აქვს 13 ბეტონის ქარხანაც. 

რაც შეეხება Hunnewell -ს ინვესტირება განხორციელებული აქვს შემდეგ კომპანიებში:   Magticom, IDS-Borjomi, Liberty Bank, Rustavi Metallurgical Plant და Imedi TV.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები