ოქრო NYMEX(უნც.)  1223.8  -0.01%    |    პლატინა (უნც.)  819.3  +1.61%    |    ვერცხლი (უნც.)  15.38  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  878  +1.31%    |    ნიკელი (ტონა)  13522.5  +0.73%    |    ალუმინი (ტონა)  2025.5  +1.11%    |    ნავთობი (Brent)  72.59  -0.01%    |    გაზი(NYMEX)  2768  -0.04%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.02  +0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  108.65  +0.04%    |    ხორბალი (ტონა)  507.5  +3.3%    |   
 USD 2.4417        EUR 2.8436        GBP 3.1813        RUB 3.843        UAH 0.9235        AZN 1.4401        AMD 5.0805      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ანაკლიის პორტში სამუშაოების დასაწყებად Van Oord-ის გემებს უახლოეს დღეებში ელიან
ვინ არის ევექსის პოლიკლინიკის ექიმი, რომელმაც პაციენტი აეროპორტში ამშობიარა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა Svitzer -ის ახალი ბუქსირები შეიძინა
11 ნოემბერი, 2017, 12:09
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა Svitzer -ის ახალი ბუქსირები შეიძინა

თბილისი (GBC) - ფოთის საზღვაო ნავსადგურში ახალი საბუქსირე მომსახურება  დაინერგა.

ახალი ბუქსირების შესყიდვით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი გემების მომსახურებას უამინდობის დროსაც შეძლებს. 

 ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბუქსირე მომსახურებას განახორციელებს Svitzer - მაერსკის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განყოფილების წევრი, რომელიც სპეციალიზებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით. 

პორტის მმართველ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ფოთში მეტეოროლოგიური პირობების, ნავსადგურში მოქმედი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილი წესებისა და საზღვაო აღჭურვილობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე,  ნავსადგურში 2016 წლის მანძილზე, ოპერაციების შეწყვეტის დღეების რაოდენობამ წელიწადში 120 დღე შეადგინა.

„გასულ წელს, მას შემდეგ რაც ამინდის გაუარესებით ნავსადგურში ფორსმაჟორული გარემოება შეიქმნა, ჩვენ ვიმსჯელეთ საკუთარი შესაძლებლობების, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებისა და საქართველოს ეკონომიკაზე შესაძლებელი პოზიტიური გავლენის შესახებ. ჩვენ, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განვიხილეთ იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს მიერ შეთავაზებული  მომსახურების გაუმჯობესებასა და ფოთის პორტის მეშვეობით ეკონომიკური საქმიანობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას“ - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“-ს გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.

 კომპანიის ცნობით, “SIMSON” არ არის ნავსადგურის უწყვეტი მუშაობის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული  პირველი ქმედება.

"ეს არის თვალსაჩინო  მოვლენა, რომელიც მიუთითითებს საზღვაო გადაზიდვებში ჩართული საზოგადოების, ასევე ქალაქ ფოთისა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი კეთილი დამოკიდებულების შესახებ". “SIMSON” არის ჩვენი პირველი ASD ბუქსირი, რომელიც მოქმედებს იმ ტექნოლოგიით, რაც ჩვენი ფლოტის ბუქსირებთან შედარებით მას ხდის გაცილებით  მძლავრსა და მანევრირებადს. “SIMSON”-ის, „PORTGARTH“-ის (კიდევ ერთი ახალი ბუქსირი, რომელიც ჩამოდის 2018 წლის პირველ კვარტალში) და ჩვენი “PATRIOT”-ის ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შევძლებთ მომხმარებლების უკეთ მომსახურებას და დაახლოებით 70%-ით შევამცირებთ ნავსადგურში ცუდი ამინდის შედეგად ოპერაციების შეწყვეტის შემთხვევებს", - განმარტავენ კომპანიაში. 

აღნიშნული ბუქსირები განკუთვნილია გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების დროს ოპერირებისთვის და შეუძლიათ მუშაობა მაშინაც კი, როდესაც  ტალღების სიმაღლე აღემატება 4 მეტრს, ხოლო ქარის სიჩქარე 27 მეტრს წამში. ამჟამად, ფოთის ნავსადგურში ,,სვიცერის“ გუნდის მიერ მიმდინარეობს სანავსადგურე ფლოტის ბუქსირების ეკიპაჟის წევრების თანმიმდევრული გადამზადება, რაც უზრუნველყოფს ფლოტის ეკიპაჟის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და პროფესიულ განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები