ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4277        EUR 3.0028        GBP 3.449        RUB 3.9387        UAH 0.9286        AZN 1.4275        AMD 5.0263      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
SSA Marine: ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში
13 ნოემბერი, 2017, 16:07
SSA Marine: ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის პარტნიორი, უმსხვილესი ტერმინალ-ოპერატორი SSA Marine საქართველოში აქტიურ საქმიანობას იწყებს.

საქართველოს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ეწვიენ. 

კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმებს „ანაკლიის განვითრების“ კონსორციუმის მენეჯმენტთან ერთად განიხილავენ. 

„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას შევუდგეთ. ჩვენ დღეიდან პორტის გაშვებამდე დეტალურად ვიქნებით ჩართულები ყველა სამუშაო პროცესში. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში“, - განაცხადა SSA Marine-ს ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

SSA Marine-ის მთავარი ინჟინერის განცხადებით, კომპანია საქართველოში დიდ და მნიშვნელოვან სამუშაოებს ჩაატარებს. 

" ჩვენ უნდა შევქმნათ საუკეთესო გუნდი, სადაც აქცენტს, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ, რათა ისინი ახალი პორტის თანამედროვე საოპერაციო და საინჟინრო სპეციალისტებად იქცნენ“, - განაცხადა  რიკარდო ჩენგმა.

როგორც ცნობილია,  SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.  „კონტი ჯგუფის“  შემდეგ  ის მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები