ოქრო NYMEX(უნც.)  1315.4  +0.13%    |    პლატინა (უნც.)  966.10  -0.64%    |    ვერცხლი (უნც.)  17.04  +0.18%    |    პალადიუმი NYMEX  1093.25  -0.45%    |    ნიკელი (ტონა)  12802.5  +1.09%    |    ალუმინი (ტონა)  2164.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  69.03  +0.31%    |    გაზი(NYMEX)  2977  +1.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.75  +0.14%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.22  +0.11%    |    ხორბალი (ტონა)  432  -0.05%    |   
 USD 2.5429        EUR 3.1082        GBP 3.5214        RUB 4.4825        UAH 0.883        AZN 1.4961        AMD 5.2566      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
უმსხვილესმა  ბრიტანულმა კომპანიამ Standard Life Aberdeen –მა  BGEO GROUP  -ის 5 პროცენტი  შეიძინა
14 ნოემბერი, 2017, 11:18
უმსხვილესმა  ბრიტანულმა კომპანიამ Standard Life Aberdeen –მა  BGEO GROUP  -ის 5 პროცენტი  შეიძინა

თბილისი (GBC) – აქტივების მართვის ბრიტანულმა  კომპანიამ Standard Life Aberdeen -მა BGEO GROUP  -ის წილი შეიძინა.

ბრიტანული კომპანია  FTSE 250 -ში შესული BGEO-ს დაახლოებით 2 მლნ აქციას ფლობს, რაც ჰოლდინგის მიერ განთავსებული აქციების (39.4 მლნ) 5%-ია. გარიგების შესახებ 13 ნოემბერს გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში საბანკო და საინვესტიციო ჯგუფმა დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის წინ „კარგ პოზიციონირებაზე“ განაცხადა. როგორც ცნობილია, 2018 წლის პირველი ნახევრისთვის,  BGEO  საბანკო და საინვესტიციო ბიზნესების გაყოფისთვის  ემზადება და ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2 დამოუკიდებელი კომპანიის სახით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ  Standard Life Aberdeen 2017 წლის აგვისტოში, ორი ლიდერი კომპანიის Standard Life plc და Aberdeen Asset Management PLC -ით შერწყმით შეიქმნა. კომპანიის სათაო ოფისი შოტლანდიაში მდებარეობს. მსოფლიოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს. არის დიდ ბრიტანეთში პირველი და ევროპაში სიდიდით მეორე აქტივების მართვის კომპანია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები