ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4351        EUR 3.0125        GBP 3.463        RUB 3.9843        UAH 0.9284        AZN 1.4322        AMD 5.0689      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს
14 ნოემბერი, 2017, 12:32
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 2017 წლის 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს.

კონსორციუმში ამბობენ, რომ  შესყიდვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიან გარემოში განახორციელებენ და ის ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდება.

ტენდერებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვებ გვერდზე http://www.anakliadevelopment.com/procurement.

ელექტრონული შესყიდვებისთვის კი გამოიყენება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს  დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე და გამოიწერონ სისტემური შეტყობინებები, რათა დროულად მოახერხონ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

„ჩვენ გამოვაცხადებთ როგორც ღია ტენდერებს, ასევე ტენდერებს პრეკვალიფიკაციის მიხედვით და დახურულ ტენდერებს სპეციფიური ხასიათის სამუშაოების მიხედვით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და კომპნიასთან. ველოდებით მათ წინადადებებს და ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები