ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4488        EUR 2.87        GBP 3.2434        RUB 3.9137        UAH 0.9332        AZN 1.4443        AMD 5.0974      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლით საქართველოს ფოსტა PostEurop-ის TOP- ათეულშია
14 ნოემბერი, 2017, 15:22
კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლით საქართველოს ფოსტა PostEurop-ის TOP- ათეულშია

თბილისი (GBC) - საქართველოს ფოსტამ  მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

საერთაშორისო საფოსტო კავშირ Prime- ის (140 წევრი ქვეყანა) მიერ გამოქვეყნებულ, საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა.

ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია.

 „აღნიშნული რეიტინგი ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ როგორც საქართველოს ფოსტის, ასევე ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება ევროპული საზოგადოების მიერ, რისთვისაც ჩვენ საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ და მოხარულები ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ“. – აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

PostEurop-ი წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს დაარსდა ბრიუსელში და აერთიანებს 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საფოსტო ბიზნესის განვითარებას და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარებას, ასევე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მდგრად ზრდას და უწყვეტ ინოვაციას.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით და მაღალი ხარისხით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები