ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანია RMG-მ დაბა კაზრეთში გზის რეაბილიტაცია დაასრულა
14 ნოემბერი, 2017, 17:14
კომპანია RMG-მ დაბა კაზრეთში გზის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისი (GBC) - RMG Copper -მა საწარმოსკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. 

შედეგად, უახლოეს დღეებში, დაბის მოსახლეობა, საწარმოს თანამშრომლები და სტუმრები ამ მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დაბა კაზრეთში საწარმოსკენ მიმავალი გზის მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 700 გრძივ მეტრ მანძილზე, დაიგო ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების, კერძოდ, ტროტუარებისა და სანიაღვრეების მოწყობა.

RMG -ს მიერ ჩატარებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 500 000-მდე ლარი შეადგინა.

2017 წლის ოქტომრიდან ამ სამუშაოებს RMG-ს დაკვეთით ასრულებდა შპს GK TECHNOLOGY. აღსანიშნავია, რომ პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

გზის კეთილმოწყობის პარალელურად, „არემჯის“ ავტო სატრანსპორტო საამქრომ შეიძინა სპეციალიზირებული წყალმზიდი, რომელიც ყოველდღიურად დაბა კაზრეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქუჩების გარეცხვას და მორწყვას უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები