ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზაში გაწეულ სამუშაოს აფასებს
14 ნოემბერი, 2017, 17:24
მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზაში გაწეულ სამუშაოს აფასებს

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაწინაურებული მამუკა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს დაემშვიდობა.

გამოსამშვიდობებელ ღია წერილში ბახტაძემ გაწეული სამუშაო შეაფასა და დაწყებული პროექტების გაგრძელების იმედი გამოთქვა. 

"ძვირფასო რკინიგზელებო! მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული რკინიგზელი ყოველდღიურად ეწევა რკინიგზისა და საქართველოს განვითარებისთვის.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში,ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძელით რკინიგზის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, - „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს დიდი აბრეშუმის გზის ნაწილს. ჩვენ შევძელით და თავი დავიმკვიდრეთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებში. ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სრულიად ახალი დერეფანი - სპარსეთის ყურე-შავი ზღვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, პერსპექტივაში გახდება ჩვენი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ჩვენს პარტნიორ რკინიგზებთან და პორტებთან ერთად შევქმენით ტრანსკასპიური ასოციაცია, რომელიც მსოფლიოს ლოჯისტიკურ ბაზარს სთავაზობს ერთიან სატრანპორტო პროდუქტს საერთო ფანჯრის პრინციპით.

ჩემთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა რკინიგზის მოდერნიზაცია და ჩვენი რკინიგზელებისთვის თანამედროვე სამუშაო და პროფესიული განვითარების პირობების შექმნა. ხაშურის სავაგონო დეპო წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის ტექნიკური აღჭურვის კარგ მაგალითს და დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელი შეძლებს სხვა მნიშვნელოვანი კვანძების ანალოგიურ დონეზე განახლებას. 
ჩვენ საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერით შევძელით მოდერნიზაციის პროექტის კორექტირება, რომლის შედეგადაც 2020 წელს მოხდება უღელტეხილის ყველაზე პრობლემურ მონაკვეთზე გამტარუნარიანობის სამმაგი ზრდა და მგზავრობის დროის მკვეთრი შემცირება. 

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ინჟინერსა და ექსპერტს, რომლებმაც გაიზიარეს „საქართველოს რკინიგზის“ პოზიცია თბილისის შემოვლით რკინიგზიასთან დაკავშირებით. ნებისმიერი პროექტი, რომელიც შეზღუდავს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, საჭიროებს პრინციპულ კორექტირებას. „საქართველოს რკინიგზას“ აქვს შემუშავებული პროექტი, რომელიც მოწონებულია ექსპერტებისა და სამთავრობო უწყებების მიერ. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული პროექტი გაგრძელდება როგორც ქვეყნის, ასევე ქალაქისა და რკინიგზის ინტერესების შეჯერების შედეგად. 
შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელების კურსირებით დადგა ახალი ეპოქა „საქართველოს რკინიგზაზე“. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომლითაც ხდება არსებული ელმავლების პარკის ჩანაცვლება თანამედროვე ასინქრონული ძრავიანი ელმავლებით და იმედი მაქვს, ეს პროექტი წარმატებით დასრულდება. 

ჩვენთვის განსაკუთრებული მიღწევას წარმოადგენს, ის რომ ევროპაში პირველებმა დავნერგეთ SAP-ის უახლესი კორპორატიული მართვის სისტემა და ამასთან ერთად, შევძელით დაგვეწყო ორგანიზაციაში თანამშრომლების ინიციატივების რეალიზაციის პროგრამა „6 სიგმის“ ფარგლებში.

ჩვენ შევძელით და ჩამოვაყალიბეთ განვითარების მყარი საფუძველი პროფესიული განათლების და სოციალური დახმარების მიმართულებით. 2013 წლიდან გაოთხმაგდა სოციალური დახმარების პროგრამები; პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მიერ ინიცირებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამების დაფინანსება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, დადებითი შედეგები გვქონდა რკინიგზელების შვილებისთვის შემუშავებულ საგანმანათლებლო ინიციატივები და ეს მიდგომა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 

მიმდინარე ეტაპზე კომპანიის მთავარ გამომწვევად მიმაჩნია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინტეგრაცია დედა კომპანიაში და ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართულებით სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება. 
ჩემთვის განსაკუთრებულ საამაყოა ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და განათლების სამინისტროსთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რეგიონში ყველაზე კვალიფიციური სარკინიგზო კოლეჯის დაფუძნება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კოლეჯი ბევრ ღირსეულ და კვალიფიციურ რკინიგზელს გაუზრდის საქართველოს.

მე მიხარია, რომ „საქართველოს რკინიგზის“ წარმატება აისახა ქვეყნის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზეც. „საქართველოს რკინიგზამ“ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ქართული სპორტისა და კულტურის განვითარების საქმეში. შეუფასებელია იმ სიხარულის მნიშვნელობა, რაც ჩვენმა სპორტსმენებმა აჩუქეს ქართველ გულშემატკივრებს.

კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო თქვენთან ერთად გატარებული ყოველი სამუშაო დღე.

მე მაქვს რწმენა, „საქართველოს რკინიგზას“ წინ დიდი წარმატებები ელის ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ", - წერს მამუკა ბახტაძე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები