ოქრო NYMEX(უნც.)  1349.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  1015.80  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  16.62  -0.52%    |    პალადიუმი NYMEX  1044.15  +0.81%    |    ნიკელი (ტონა)  13685  +0.07%    |    ალუმინი (ტონა)  2189  -0.70%    |    ნავთობი (Brent)  65.22  +0.59%    |    გაზი(NYMEX)  2611  +2.07%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.38  -1.83%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  120.45  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  458  0.00%    |   
 USD 2.4638        EUR 3.0595        GBP 3.455        RUB 4.369        UAH 0.9118        AZN 1.4545        AMD 5.1222      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 2016 წელს 34 მილიარდი ლარი იყო
15 ნოემბერი, 2017, 11:04
საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 2016 წელს 34 მილიარდი ლარი იყო

თბილისი (GBC) –  9 146,4 ლარი მოსახლეობის 1 სულზე - საქსტატმა 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მაჩვენებელები გამოაქვეყნა.

გასულ წელს ეკონომიკის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 34.028 მლრდ ლარი ($14.34 მლრდ) შეადგინა რაც 7,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2 პროცენტით განისაზღვრა.

მშპ ერთ სულზე  9 146,4 ლარი, ანუ 3 864,6 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ  2015 და 2016 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).

რაც შეეხება ზრდას  ის დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), მშენებლობა (10,0 პროცენტი) საფინანსო საქმიანობა (9,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9 პროცენტი).

კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-3,1 პროცენტი) სექტორებში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
სპონსორები