ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4365        EUR 2.8641        GBP 3.2661        RUB 3.9179        UAH 0.9339        AZN 1.437        AMD 5.0487      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჩაის ექსპერტი: ჩინელებს ჩაი კი არა ღვინო აინტერესებთ
ნინო შუბითიძე
28 ნოემბერი, 2017, 14:46
ჩაის ექსპერტი: ჩინელებს ჩაი კი არა ღვინო აინტერესებთ

თბილისი (GBC)  - ქართული ჩაით ჩინელების დაინტერესების და  ჩინური ინვესტიციებით პლანტაციების გაშენების შესაძლებლობებზე  ექსპერტების მოლოდინი პესიმისტურია.

ჩაის ტექნოლოგი თამაზ ხმალაძე, რომელმაც 2-3 წელია ამ დარგიდან  თაფლის ინდუსტრიაში გადაინაცვლა და  ბიოელექტროქიმიური აქტივაციის სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული, აცხადებს, რომ „ ჩაის უნიკალურობის სიკვდილის მიზეზი ქართველის სიზარმაცე და მოუხერხებლობა კი არა, ნედლეულის  პოტენციალია“, - ჩაი მან  შეადარა ღვინოს, რომელმაც იგივე წნეხში სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა და არ გადაშენდა.

ფოთლის მთავარი მახასიათებელი, რა ნიშნითაც  მზადდება  და ფასდება ნაყენი, ანტიოქსიდანტების შემცველობაა, რითაც ქართული  ბუჩქი  ძალიან ღარიბია და  ტექნოლოგიურად  მისი გამდიდრება რომ შეუძლებელია, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასწყისში  (1925 წ) დაამტკიცეს.  ამაზე საერთაშორისო  ტექნოლოგები, მეცნიერები, მათ  შორის, ნობელიანტებიც  მუშაობდნენ.  ნიადაგის და ბუჩქის დეტალური კვლევა  ბიოქიმიკოსებმა ჩაატარეს. 

„ჩაის ნედლეულში არ არსებობს  სადედე სუბსტანცია, რომელიც აყალიბებს მის არომატს,  ძვირფას ღირსებებს და ამის  ტექნოლოგიურად მიღება გამორიცხულია“,  -  როგორც ხმალაძემ თქვა,  ეს დასკვნა  საბჭოეთის   მაშინდელ  მმართველს ეწყინა, თუმცა  შეეგუა   და  საქართველოში სუბტროპიკული სხვა კულტურების  გაშენების  სტიმულირებაზე გადაერთო. ჩაის სამშობლოსთან საქართველიოს ასოცირება  უფრო  მაშინდელი პიარის შედეგი იყო,  პლატანციებში  200 000 ადამიანი  იყო დასაქმებული. ამასთან  მაღალკვალიფიციური სკოლა უცხოელ სპეციალისტებს იკრებდა და  მძლავრი მეცნიერული პლატფორმაც შეიქმნა. იმ დროს  ქართველებმა   ჩაის კრეფის პირველი მექანიზებული მანქანა შექმნეს, რამაც ხელით შრომის ჩანაცვლების შესაძლებლობა გააჩინა  და ამან უფრო გაამყარა ქართული ჩაის უნიკალურობაზე  ცრუ წარმოდგენები.

წარმოდგენები  სხვადასხვა დროს, გეოპოლიტიკური მანქანით სხვადასხვანაირად ყალიბდებოდა, გავლენების შესაბამისად.

ასე იყო  200 წლის წინათ, როცა  გურიელის მმართველობისას (1806-1926 წწ)  ჩაი გურიის ავტონომიურ მხარეში გაშენდა.  მამია მე-5 გურიელმა  ჩაის  ნერგები მარსელის აკლიმატიზაციის სადგურიდან შემოიტანა,  გაახარა და ჩინუნმაჩინის (იმ დროისთვის ჩაი  ამ სახელწოდებით იყო ცნობილი)  „იარმარკაც“   გამართა.

თუმცა მოგვიანებით ისტორია დამახინჯდა,  მეტი დამაჯერებლობისთვის საფუძვლად დაედო სომეხი კათალიკოსის (ნერსესი)   ერთი რუსისთვის მიწერილი წერილი, თითქოს  გეორქ ხაჩიკიანს ნერგები მისთვის მოჰქონდა, გემი ყულევში ჩაძირულა,  გამორიყული გურიელს უპოვია და მისი ნერგებით გაუშენებია პლანტაციები.

თამაზ ხმალაძის თქმით, დღესაც მსგავსი მეორდება. ჩინელებს უფრო ექსპანსია აინტერესებთ ვიდრე  ქართულ პლანტაციებში ინვესტირება, რადგან ამის რამდენიმე მცდელობა გასულ წლებში  აღინიშნა,  თუმცა  დაინტერესებული ჩინელები მიწის   გრძელვადიანი  იჯარით შეთავაზებას არ დათანხმდნენ, ყიდვა უნდოდათ  და ვერ შეძლეს.

მისივე განცხადებით,  ჩინურ მხარეს უფრო მეტად   ღვინო  და ვაზი აინტერესებს,  ღვინის დიდი სადისტრიბუციო   ქსელის აწყობა უნდათ და ასევე  ჩინეთში ქართული ვაზის გაშენება.

მოარულ  ვერსიებზე,  თითქოს  ქართული დასახელებით შეფუთულ პაკეტში 80/90%   ჩინეთსა და  სხვა ქვეყნებში მოკრეფილი ფოთოლია,  ხმალაძემ   შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ   2-3 ასეული ჰა პლანტაცია და ოზურგეთის ერთი ქარხანა ადგილობრივი ბაზრის  დაკმაყოფილებას  ვერ შეძლებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები