ოქრო NYMEX(უნც.)  1224.90  +0.81%    |    პლატინა (უნც.)  852  +1.45%    |    ვერცხლი (უნც.)  14.39  +0.76%    |    პალადიუმი NYMEX  1074.10  +0.83%    |    ნიკელი (ტონა)  11610  +0.58%    |    ალუმინი (ტონა)  1959.25  +0.18%    |    ნავთობი (Brent)  74.69  -0.44%    |    გაზი(NYMEX)  3276  +0.46%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.18  -1.05%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112.95  +0.49%    |    ხორბალი (ტონა)  503.75  +0.50%    |   
 USD 2.7146        EUR 3.08        GBP 3.5325        RUB 4.043        UAH 0.974        AZN 1.6084        AMD 5.5684      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის 250 მილიონიან პროექტში Dongfang Electric Corporation ერთვება
29 ნოემბერი, 2017, 10:16
ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის 250 მილიონიან პროექტში Dongfang Electric Corporation ერთვება

თბილისი(GBC) –  გარდაბანში ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის  პროექტში უმსხვილესი ჩინური კომპანია Dongfang Electric Corporation ერთვება.

ჩინურ კომპანისა და საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანია CPower-ს შორის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (EPC) ხელშეკრულება “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“  ფარგლებში ფორმდება.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ჩინური მხრიდან კორპორაცია Dongfang Electric Corporation ვიცე პრეზიდენტი ლან ზეჰაი, ხოლო ქართული მხრიდან პროექტის განმახორციელებელი კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი შპს ,,Cpower”‐ის დირექტორი გივი ჭაჭია აწერენ ხელს.

კონტრაქტის ჯამური მოცულობა 200 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მლნ. აშშ დოლარს უდრის.  

ჩატარებულია წინა სამშენებლო სამოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია.

თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ. იქნება. ოპერირების პერიოდში თბოელექტროსადგური სრულად მოიხმარს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს.

"საერთაშორისო ტენდერის შედეგების მიხედვით კონტრატორ კომპანიად შეირჩა ჩინური Dongfang Electric Coroporation, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის თბოელექტროსადგურების მშენებლობაში, ჩინეთსა და მის საზღვრებს გარეთ", - აცხადებენ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში. 

აღსანიშნავია, რომ Dongfang Electric Corporation წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელსაც  ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. იგი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები