ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6951        EUR 3.1013        GBP 3.5131        RUB 4.1338        UAH 0.9595        AZN 1.5854        AMD 5.5695      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მშპ-ს 112.2%-ია
29 დეკემბერი, 2017, 13:47
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მშპ-ს 112.2%-ია

თბილისი (GBC) - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 16.7 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 112.2 პროცენტია;

ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 98.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 71.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 11.7 და 8.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 247.6 მლნ აშშ დოლარი (613.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 838.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 869.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.6 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.8 მლრდ აშშ დოლარი (24.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.2 პროცენტია.

2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - 822.0 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 247.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 203.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები