ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6951        EUR 3.1013        GBP 3.5131        RUB 4.1338        UAH 0.9595        AZN 1.5854        AMD 5.5695      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისი, როგორც ჰოლივუდი: 7 ქალაქი, რომელიც წელს უნდა ნახოთ
4 იანვარი, 2018, 12:58
თბილისი, როგორც ჰოლივუდი: 7 ქალაქი, რომელიც წელს უნდა ნახოთ

თბილისი (GBC) - ონლაინ გამოცემა The Spaces, რომელიც მსოფლიოში ცხოვრებისა და მუშაობის ახალ გზებს იკვლევს, სტატიას აქვეყნებს სათაურით “7 ქალაქი რომელიც 2018 წელს უნდა ნახო”.

"ქალაქებს შორის, ჩამონათვალში თბილისიც მოხვდა, თან საკმაოდ საინტერესოდ", - წერს "რადიო ფორტუნა" თავის გვერდზე და აღნიშნავს, რომ  2017 წლის გლობალურ ტრენდებს სტატიის ავტორი დადებითად არ ახასიათებს. ამბობს, რომ მსოფლიოში გაურკვევლობა იყო და ეს ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდება.

“ეკონომიკიდან არჩევნებამდე და პოლიტიკიდან ქონებამდე, 12 თვის განმავლობაში გლობალური გაურკვევლობა იყო. როგორც ჩანს 2018 წელიც არ იქნება მშვიდი და დალაგებული.

ამიტომ ინვესტიციებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბაზრების სწორად იდენტიფიცირება. ბევრი მათგანი უფრო უსაფრთხო ხდება, ზოგიერთი კი უსაფრთხოების სიიდან რისკის შემცველთა სიაში გადაინაცვლებს.

აქედან გამომდინარე, არის შვიდი ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა აღინიშნოს”, – წერს სტატიის ავტორი.

 ჰოლივუდი, ჰიფსტერების შეკრების ადგილი

რატომ? უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, საქართველოს დედაქალაქში რაღაც მოხდა, რის გამოც, მან “ლისაბონი 2018”-ის ტიტული მოიპოვა.

“აუცილებლად სანახავი ადგილები” თითქმის ერთ ღამეში შეიძლება დაათვალიეროთ. ქალაქი სულ უფრო მეტად ხდება მსოფლიოში ყველაზე სასურველი ჰაბი მოდის, ხელოვნებისა და შემოქმედების მოყვარული ხალხისთვის.

ამ ქალაქის ახალ არჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძეა. მომავალი წლის ბიუჯეტი (334 მილიონი დოლარი) კი ინფრასტრუქტურაზე და ტრანსპორტზეა ფოკუსირებული.

საუკეთესოა: მერსედეს ბენც ფეშენ ვიქით, ტექნო მუსიკით და ღვინით.

ახალი კულტურული მოვლენა: თვინ ფიქსისა და მულჰოლენდ დრაივის რეჟისორი დევიდ ლინჩი თბილისს ნოემბერში ესტუმრა. მისი ვიზიტი, საქართველოს დედაქალაქში კინოს უნივერსიტეტის გახსნას შეეხებოდა.

თბილისთან ერთად სტატიაში მოხვდა:
ტორონტო: ტექნიკური ჩრდილოეთის ვარსკვლავი;

მასკატი: ახლო აღმოსავლეთის მეტროპოლია;

დანდი:კულტურაში დაბრუნებული შვილი;

პარიზი: საფრანგეთის სილამაზე;

ტოკიო: ოქროს მაძიებლებისთვის

სან-მიგელ-დე-ალენდე (გუანახუატოს შტატი, მექსიკა): მექსიკის კაპიტანი მარველი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები