ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4277        EUR 3.0028        GBP 3.449        RUB 3.9387        UAH 0.9286        AZN 1.4275        AMD 5.0263      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაგთი ინტერნეტის გაძვირების მიზეზებს განმარტავს
5 იანვარი, 2018, 11:12
მაგთი ინტერნეტის გაძვირების მიზეზებს განმარტავს

თბილისი (GBC)  - კომპანია მაგთიკომი ინტერნეტის გაძვირებას განმარტავს.

"ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები