ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4277        EUR 3.0028        GBP 3.449        RUB 3.9387        UAH 0.9286        AZN 1.4275        AMD 5.0263      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე: საქართველომ გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით 80 მილიონით იზარალა
5 იანვარი, 2018, 13:50
გოცირიძე: საქართველომ  გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით 80 მილიონით იზარალა

თბილისი (GBC) - საქართველო რუსეთიდან გაზს არ იყიდის კი არა, ვერ იყიდის, - აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე და “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის განხილვას ითხოვს. 

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა და მთავრობა ქვეყნის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"გაფორმებული კონტრაქტით “გაზპრომის“  მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის. ფული არ არის! ჩვენ გვახსოვს, როგორ გვპირდებოდა კალაძე, რომ რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა და იაფი გაზი შემოდის. ახლა კი ვამბობთ, რომ გაზის 100%-ით აზერბაიჯანიდან შემოდის. თუკი იაფი კონტრაქტია გაფორმებული, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან?! არ ვყიდულობთ იმიტომ, რომ არ არის ფული. 200-მილიონი მ3 გაზი უფასოდ გვერგებოდა, რაც არის 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზი. დღეს ჩვენ ვერ ვყიდულობთ 1 მილიონის ღირებულების გაზსაც კი", -განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

დეპუტატი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებამ დაახლოებით 80 მილიონი ლარი გვაზარალა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები