ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4488        EUR 2.87        GBP 3.2434        RUB 3.9137        UAH 0.9332        AZN 1.4443        AMD 5.0974      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
სპონსორები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჩაი ლიპტონი: უჩვეულო რეკლამების მოტანილი დიდი  წარმატება
წყარო: რადიო თანამგზავრი
5 იანვარი, 2018, 18:54
ჩაი ლიპტონი: უჩვეულო რეკლამების მოტანილი დიდი  წარმატება

თბილისი (GBC) - ლიპტონის ხსენებაზე ყველას არომატული ჩაი უდგება თვალწინ, თუმცა ამ ბრენდის ისტორია ცოტამ თუ იცის.

ბრენდის ფუძემდებელი ტომას ჯონსტოუნ ლიპტონია, რომელიც 1850 წელს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაიბადა. ბავშვობაში მშობლებს მაღაზიაში ეხმარებოდა. შემდეგ კი გემზე იუნგად მუშაობამ  მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა - ბიჭმა მოგზაურობაზე ოცნება დაიწყო.

14 წლის ტომასი 1865 წელს ამერიკაში 8 დოლარით ჩავიდა. სხვადასხვა პლანტაციებში 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ლიპტონი ნიუ იორკის საბაკალეო მაღაზიაში კლერკის ადგილას მოეწყო და პარალელურად გაიარა სკოლა, რამაც მისი მომავალი ბიზნესის ძირითადი პრინციპების ფორმულირებაში დიდი როლი შეასრულა: ეს იყო სწორი გაყიდვების სისტემები და არასტანდარტული სარეკლამო ხერხები. სწორედ უჩვეულო რეკლამებმა მოუტანა  დიდი წარმატება მის ცნობილ ჩაის ბრენდსა და საბაკალეო მაღაზიებს, ხოლო თავად ლიპტონი არაჩვეულებრივი რეკლამების შემქმნელად ჩამოაყალიბა, რომელმაც  თავის დროს ბევრად წინ გაუსწრო. ლიპტონს განსაკუთრებით ხიბლავდა ამერიკული ანდაზა: ღმერთის გვწამს, დანარჩენში კი ვიხდით ფულს“. 

21 წლის ტომასი გლაზგოში დაბრუნდა და 180 ფუნტით თავისი პირველი მაღაზია გახსნა. თავდაპირველად ის იყო შეკვეთის მიმღებიც, მიმწოდებელიც, მოლარეც და გამყიდველიც. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ასაკში დას. შოტლანდიაში მას უკვე 25 პატარა საბაკალეო მაღაზია ჰქონდა, მაინც გამუდმებით ფიქრობდა მასშტაბურ  სარეკლამო კამპანიაზე , რისთვისაც კომპანიას თანხები არ ჰქონდა.

ლიპტონი იძულებული გახდა მთლიანად თავის ფანტაზიას დამორჩილებოდა: დახლები მოიხატა სხვადასხვა სახალისო ნახატებით, პროდუქტები დალაგდა უცნაური კომპოზიციებით, დაიქირავა კარიკატურისტი - უილი ლოკჰარტი, რომელიც ყოველ კვირას ახალ სასაცილო პოსტერებს ხატავდა და მაღაზიაში ცნობისმოყვარე ხალხს იზიდავდა. ასეთ მრავალმხრივ მიდგომას უმნიშვნელოდ არ  ჩაუვლია - ლიპტონის მაღაზიაში მყიდველების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა.

ერთ-ერთი ქარიშხლის დროს, როდესაც ჩაით დატვირთულმა გემმა ჩაძირვა დაიწყო და მეზღვაურებმა ტომრების ზღვაში გადაგდება დაიწყეს, ლიპტონმა ყველა შეაჩერა, წითელი საღებავით ტომრებს წარწერა  - „დალიეთ ლიპტონის ჩაი“  დააწერა და ისე გადაყარა ზღვაში.

35 წლის ლიპტონის სავაჭრო ქსელი უკვე მოიცავდა დიდ ბრიტანეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს. მატარებლებსა და ავტობუსებს ლიპტონის მიერ მოფიქრებული სლოგანი ამშვენებდა - „პლანტაციიდან პირდაპირ ჭიქაში!“. ტვირთს თან დაჰყვებოდა ორკესტრი, რომლის კოლორიტული წევრები ეგზოტიკურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და ცეკვავდნენ. ლიპტონის მიერ დასახული მიზანი იყო ერთი: ჩაი უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასის.

ლიპტონის კიდევ ერთი მიღწევა  ჩაის სახასიათო შეფუთვა იყო - აკურატულად ჩალაგებული ჩაი სინგალეზური ქალის გამოსახულებით კალათით თავზე - ეპოქის თავისებურ სიმბოლოდ გადაიქცა, ხოლო თვით ლიპტონი კი თავისი დროის მასკულტურის აუცილებელ ატრიბუტად ჩამოყალიბდა - ის გახდა კარიკატურების, სკეტჩების, მიუზიკჰოლების  გმირი. ლიპტონის ჩაის თაყვანისმცემელი თავად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორიაც გახლდათ. იგი თვლიდა, რომ ლიპტონმა ჩამოაყალიბა „ცხოვრების ინგლისური სტილი“ და  წვლილის გამო მან სერის ტიტულიც დაიმსახურა. 1897 წელს შოტლანდიელი ლიპტონი რაინდად აკურთხეს, ერთი წლის შემდეგ კი კომპანია სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა, რომლის მმართველი თავად გახდა, აქციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ კი,  2 მლნ ფუნტი სტერლინგი მოუტანა.

სერ ტომას ლიპტონი 1931 წელს ლონდონში გარდაიცვალა. მემკვიდრეები არ დარჩენია, მთელი თავისი რამდენიმე მილიონიანი  ქონება ქველმოქედებას მოხმარდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები