







თბილისი (GBC) - 2018 წელს, უამინდობის გამო ფოთის ნავსადგურის დახურვის დღეების მაქსიმალურად შემცირდება.
მიზნის მისაღწევად, პორტის მფლობელმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მიწახაპია გემი GLANFORD-ი დაიქირავა, რომელიც უკვე ფოთის პორტშია და სამუშაოების შესრულება დაიწყო.
მიწახაპია გემის დაქირავებით პორტს საზღვაო აკვატორიიდან დამატებით 300 კუბური მეტრი ქვიშის ამოღება გახდება შესაძლებელი. კომპანიაში აცხადებენ, ზამთრის პერიოდში გემები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უსაფრთხოდ შეძლებენ ფოთის პორტში გადაადგილებას.
„ფოთის პორტის 2018 წლის გეგმა უამინდობის გამო ნავსადგურის დახურვის დღეების მაქსიმალურ შემცირებას ითვალისწინებს. არსებული გეგმის ამოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შემოსასვლელ არხში სიღრმის შენარჩუნება და გემების გაუმჯობესებული, ხელსაყრელი გრაფიკით უზრუნველყოფა, რაც ფოთის პორტის საშუალებით საქართველოს ეკონომიკისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს“, -აცხადებენ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში.“