ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია დატა ცენტრებში წილს არ ფლობენ
9 იანვარი, 2018, 16:26
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია დატა ცენტრებში წილს არ ფლობენ

თბილისი (GBC) - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს და სურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მიაწოდოს.

2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ  ხელი შეუწყო ქვეყანაში  მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და  საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

აღნიშნული სესხი  კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და  გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.  მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს  და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, პარტია "ევროპული საქართველოს"  მონაცემებით, "ბიტფური ჯგუფის" პარტნიორი გორისა და გლდანის დატა ცენტრებში ბიძინა ივანიშვილია.  პოლიტიკურ პარტიაში ბიტკოინების მაინინგის გამო ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებაზე და  მისი გავლენით დენის საფასურის გაზრდაზეც  აცხადებენ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები