ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4488        EUR 2.87        GBP 3.2434        RUB 3.9137        UAH 0.9332        AZN 1.4443        AMD 5.0974      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
გვენეტაძე: ფულის მასაზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება, დაბალი ინფლაციის პირობებში შეცდომაში შეგვიყვანს
11 იანვარი, 2018, 14:47
გვენეტაძე: ფულის მასაზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება, დაბალი ინფლაციის პირობებში შეცდომაში შეგვიყვანს

თბილისი (GBC) – მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფულის სხვადასხვა აგრეგატებსა და ინფლაციას შორის არ არსებობს, - ფულის მასის ზრდაზე გაკეთებულ სხვადასხვა შეფასებებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბლოგში კობა გვენეტაძე კანადის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ჯერალდ ბოუის ჯერ კიდევ 1992 წელს ნათქვამ ციტატას იხმობს:  „ჩვენ არ გვითქვამს უარი მონეტარულ აგრეგატებზე, მონეტარულმა აგრეგატებმა თქვეს უარი ჩვენზე“  და განმარტავს, რატომ არის მცდარი ფულის მასაზე, მით უფრო  ცალკე აღებულ რეფინანსირების სესხებზე, მთავრობის დეპოზიტებზე დაკვირვება.

„ფულის რაოდენობრივი თეორია გვეუბნება, რომ ფულის მასა განსაზღვრავს ფასების დონეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მართებულია მხოლოდ გრძელვადიან და/ან ძალიან მაღალი ინფლაციის პერიოდში. დაბალი/ზომიერი ინფლაციის გარემოში, როგორიც საქართველოშია, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კორელაცია ფულის მასის ზრდასა და ინფლაციას შორის სუსტია, რისი მიზეზიც ფინანსური სექტორის განვითარება და ფულზე მოთხოვნის მერყეობაა. ამას მრავალი კვლევა ადასტურებს, მათ შორის de Grauwe and Polan (2005), რომელიც 160 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ კავშირი ფულის მასის ზრდასა და ინფლაციას შორის მხოლოდ მაღალი ინფლაციის პირობებში არსებობს და „დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნებში (სადაც წლიური ინფლაცია ბოლო 30 წლის მანძილზე საშუალოდ 10%-ზე დაბალია) კავშირი ფულის მასის ზრდასა და ინფლაციას შორის სუსტია“, - წერს ქვეყნის მთავარი ბანკირი.

კობა გვენეტაძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის ემპირიულ კვლევასაც იხმობს, რომელმაც დაადასტურა, რომ  “დაბალი ინფლაციის კონტექსტში არ არსებობს კორელაცია სარეზერვო ფულის სამიზნე მაჩვენებლის ცვლილებისა და ინფლაციის გადახრას შორის. ეს თავისთავად აჩენს კითხვას, თუ რამდენად არის … სარეზერვო ფული მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შეფასების საიმედო ინდიკატორი … ინფლაციის დაბალმა დონემ, ხშირმა და ძლიერმა ეგზოგენურმა შოკებმა და ფულის მზარდად არასტაბილურმა მოთხოვნამ შეასუსტეს კავშირი ფულის მასასა და ფასებს შორის.“ (IMF, 2014).

ბანკირი იმასაც მიუთითებს, რომ თანამედროვე მონეტარულ ეკონომიკაში ფულადი აგრეგატები ნაკლებად გამოიყენება მონეტარული პოლიტიკის ანალიზისას და ძირითადი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად „იაფად“ ან „ძვირად“ აფასებს ცენტრალური ბანკი მის მთავარ ვალდებულებას ფულს.

"ეს კი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ძირითადად საპროცენტო განაკვეთებზე დაკვირვებას. დღევანდელ მსოფლიოში სწორედ საპროცენტო განაკვეთების მიხედვით ფასდება მონეტარული პოლიტიკის პოზიცია ინფლაციის თარგეთირების პირობებში. როგორც ბინდსაილმა (Bindseil 2004) აღნიშნა, „დღესდღეობით კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავს მონეტარული პოლიტიკის შესახებ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, აღარ მიმდინარეობს: ეს ნიშნავს მოკლევადიანი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების დაწესებას“. საპროცენტო განაკვეთები საქართველოში კი სტაბილურია და ბოლო დროს არათუ მცირდება, არამედ იზრდება (რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება).

რომ შევაჯამოთ, ფულის მასაზე (და მითუმეტეს ცალკე აღებულ რეფინანსირების სესხებზე, მთავრობის დეპოზიტებზე და ა.შ.) გამადიდებელი შუშით დაკვირვება, დაბალი ინფლაციის პირობებში (და, მითუმეტეს, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმისას), შეცდომაში შეგვიყვანს და ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის შეფასებისას ყურადღება საპროცენტო განაკვეთებს უნდა მივაქციოთ. რამდენადმე მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფულის სხვადასხვა აგრეგატებსა და ინფლაციას შორის არ არსებობს”, - წერს გვენტაძე Facebook-ში თავის გვერდზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები