ოქრო NYMEX(უნც.)  1221.9  -0.46%    |    პლატინა (უნც.)  844.90  -0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  14.59  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  1078.3  +0.29%    |    ნიკელი (ტონა)  12805  +0.79%    |    ალუმინი (ტონა)  2029  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  81.22  +1.20%    |    გაზი(NYMEX)  3246  +0.74%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.92  +0.62%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  113.10  +1.25%    |    ხორბალი (ტონა)  511.75  +0.74%    |   
 USD 2.6664        EUR 3.0925        GBP 3.5076        RUB 4.0628        UAH 0.955        AZN 1.5731        AMD 5.4921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ექსკლუზივი: გაყოფის შემდეგ BGEO-ს აქტივები საქართველოს კაპიტალის ჯგუფში გაერთიანდება
11 იანვარი, 2018, 18:26
ექსკლუზივი: გაყოფის შემდეგ BGEO-ს აქტივები საქართველოს კაპიტალის ჯგუფში გაერთიანდება

თბილისი (GBC) – BGEO -ს გაყოფის შემდეგ, ჯგუფის საინვესტიციო აქტივების მფლობელი სს „საქართველოს კაპიტალის ჯგუფი“ გახდება.

კომპანიას, რომლის 100% -ის მფლობელი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული BGEO group PLC -ია, ირაკლი გილაური ჩაუდგება სათავეში, მის სამეთვალყურეო საბჭოს კი, ეკატერინე შავგულიძე უხელმძღვანელებს. საბჭოში არიან ირაკლი გილაური, ავთანდილ ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

5 იანვრიდან ახალი სახელით „საქართველოს კაპიტალი“ დაიწყო ფუნქციონირება „ბიჯეო ინვესტმენტმაც". 

ქვეყნის უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჯგუფის გაყოფის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომპანია იქნება დალისტული: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG), “საქართველოს კაპიტალის ჯგუფი”და „საქართველოს ბანკი“.

BGEO ჯგუფის გაყოფა 2018 წლის პირველ ნახევარში  უნდა დასრულდეს.

როგორც დეკემბრის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა GBC-ს განუცხადა  გაყოფა მოხდება  ყველა დონეზე - საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კვეთა არ ექნებათ და აქციონერებიც ამ მიმართულებით გაიყოფიან.

„დღეს აქციონერს თუ უჭირავს BGEO ჯგუფის აქცია, ის მიიღებს საქართველოს ბანკის აქციას და საინვესტიციო ჯგუფის აქციას და თავად გადაწყვეტს თუ რა მოცულობით და რა პროპორციით განახორციელოს ინვესტიცია თითოეული მიმართულებით“, - განაცხადა მაშინ კახა კიკნაველიძემ და აღნიშნა, რომ ელის "საქართველოს ბანკში" ახალი აქციონერების შემოსვლას.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები