ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.6609        EUR 3.0286        GBP 3.3562        RUB 4.0071        UAH 0.9603        AZN 1.5694        AMD 5.483      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ფოთის პორტში 100 მილიონიანი პროექტი იწყება
12 იანვარი, 2018, 15:57
ფოთის პორტში  100 მილიონიანი პროექტი იწყება

თბილისი (GBC) -  ფოთის პორტში 100 მილიონიანი პროექტი იწყება.

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაში.

ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი ახალ სავაჭრო  შესაძლებლობებს შესძენს საქართველოს სატრანზიტო დერეფანს. ახალი ტერმინალის აშენება განიხილება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე და მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

 ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს” (APM Terminals Poti) აქვს შესაძლებლობა, გააფართოვოს ფოთის პორტი ჩრდილოეთის მიმართულებით ,,ჩრდილოეთ ტერიტორიის" ფარგლებში, რომელიც მოიცავს ახალ მოლოს, მშრალი ნაყარი ტვირთების საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განვითარებასა და ექსპლუატაციას.

შემდგომ ეტაპზე ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი (PNTC), ჩამოაყალიბებს რა ექსპერტთა ჯგუფს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნის, განავითარებს და მართავს მშრალი ნაყარი ტვირთების  ტერმინალებს, დაგეგმავს შესაბამის ინფრასტრუქტურას და სათანადო ნაგებობებს.

ეიპიემ ტერმინალსი (APM Terminals) - ერთ-ერთი უმსხვილესი პორტების ოპერატორი კომპანია -მზადაა, განაგრძოს თავისი საქმიანობა და მოემსახუროს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ლოგისტიკურ საზოგადოებას და სხვა მომხმარებლებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მისცემს საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის ზრდას საქართველოში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები