ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვზანაძე:სებ-ს მიეცა უფლებამოსილება ზედამხედველობა განახორციელოს საბანკო ჰოლდინგებზე
13 იანვარი, 2018, 18:02
კოვზანაძე:სებ-ს მიეცა უფლებამოსილება ზედამხედველობა განახორციელოს საბანკო ჰოლდინგებზე

თბილისი (GBC)- საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ხელი მოაწერა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და სხვა შესაბამის კანონებში პარლამენტის მიერ შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებს.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დაახლოებით ექვს თვიანი, სკურპულოზური მუშაობისა და პოზიციათა შეჯერების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონთა პაკეტი, რომელიც დაარეგულირებს იმ პრობლემებს, რომელიც წლებია საქართველოს მოსახლეობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაისმოდა კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით,

• საკანონმდებლო დონეზე მოხდა ე.წ. ,,საბანკო ჰოლდინგს“ გამიჯვნა კომერციული ბანკებისაგან და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და დაეკისრება პასუხისმგებლობა ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ ,,ჰოლდინგზე“ თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი. სებ-ს მიეცა უფლება მიიღოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია, განახორციელოს კონსოლიდირებული ზედამხედველობა, აუცილებლობის შემთხვევაში მოთხოვოს ჯგუფში შემავალი ბანკის და სხვა იურიდიული პირების გამიჯვნა, გამოიყენოს ფინანსური თუ სხვა სანქციები;
• საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მიკროსაფინანსო და სხვა იმ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის და რეგულირების ჩარჩოები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მოსახლეობისგან მოიზიდავენ ფულად სახსრებს. სებ-ს მიეცა ყველა საჭირო უფლებამოსილება, რათა ამ სფეროზე მან განახორციელოს სრულმასშტაბიანი ზედამხედველობა.
• საკანონმდებლო დონეზე მოხდა კომერციული ბანკის მენეჯმენტის, აქციონერების, ადმინისტრატორების პასუხისმგებლობის განსაზღვრა, რათა მათ არ გამოიყენონ თავიანთი სამსახურეობრივი ინფორმაცია და მდგომარეობა საკუთარი ინვესტიციების, სხვა ბიზნესის, თუ ბანკთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სხვა იურიდიული პირის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად. ამ მიმართულებითაც სებ-ს მიეცა მთელი რიგი ინსტრუმენტები რათა განახორციელოს სათანადო კონტროლი“.
,,პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტი განახორციელებს მკაცრ და პერმანენტულ საპარლამენტო კონტროლს მოცემული კანონის აღსრულებაზე. ჩვენ სკურპულოზურად შევისწავლით იმ კანონქვემდებარე აქტებს, რომლებსაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული ბანკი აღნიშნული მიმართულებებით შეიმუშავებს, პერიოდულად მოვითხოვთ ინფორმაციებს და ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს“ - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები