ოქრო NYMEX(უნც.)  1.325.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  823.20  +0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  15.988  +0.13%    |    პალადიუმი NYMEX  1.465.90  +0.77%    |    ნიკელი (ტონა)  12.742.50  +0.63%    |    ალუმინი (ტონა)  1.855.50  -0.05%    |    ნავთობი (Brent)  66.47  +0.03%    |    გაზი(NYMEX)  2.670  +0.38%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.37  +1.75%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  101.30  -1.34%    |    ხორბალი (ტონა)  492.12  +0.43%    |   
 USD 2.6574        EUR 3.0146        GBP 3.4629        RUB 4.0421        UAH 0.9816        AZN 1.5673        AMD 5.4233      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესის მათი პრობლემების მთავრობამდე მიტანას ჰპირდება
2 თებერვალი, 2018, 14:54
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესის მათი პრობლემების მთავრობამდე მიტანას ჰპირდება

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა.  

შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა,  ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

“ ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესსექტორთან. პირველი შეხვედრა გავმართეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნეს-ასოციაციებთან, რომელშიც ერთიანდებიან როგორც სექტორული, ისე რეგიონალური ბიზნეს-ასოციაციები და, ასევე, მისი წევრი ბიზნეს-კომპანიები. ეს შეხვედრები გაგრძელდება... ბუნებრივია, ამ შეხვედრების ფარგლებში გამოვყოფთ პრიორიტეტებს და მივიტანთ კონკრეტულ საკითხებს შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებამდე,”- აღნიშნა ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა და სხვადასხვა გაერთიანებებთან შეხვედრების გაგრძელება დააანონსა. 

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო სექტორების დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მცირე, საშუალო და რეგიონული ბიზნეს-სექტორებისათვის.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე  25 იანვარს დაინიშნა.  ბიზნესომბუდსმენი პროფესიით ეკონომისტია. არის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   
სპონსორები