ოქრო NYMEX(უნც.)  1313.30  -0.10%    |    პლატინა (უნც.)  981.60  -0.23%    |    ვერცხლი (უნც.)  16.27  +0.20%    |    პალადიუმი NYMEX  980.20  -0.27%    |    ნიკელი (ტონა)  13147.5  -0.21%    |    ალუმინი (ტონა)  2161.50  +0.08%    |    ნავთობი (Brent)  65.56  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2700  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.98  +1.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  123.22  +0.20%    |    ხორბალი (ტონა)  459.50  -0.33%    |   
 USD 2.4641        EUR 3.0782        GBP 3.4675        RUB 4.3669        UAH 0.9125        AZN 1.4539        AMD 5.1144      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
RMG-ის სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 სტუდენტს დაენიშნება
2 თებერვალი, 2018, 16:00
RMG-ის სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 სტუდენტს დაენიშნება

თბილისი (GBC) - კომპანია RMG-იმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 წარმატებული სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლებიც კომპანიისაგან ერთი წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ.

კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 50-მდე სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად „RMG-ის სტიპენდია“ გადაეცემათ.

2 თებერვალს კომპანია RMG-ის თბილისის ოფისში,  სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა მიმართულია სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტების მომზადებასა და მხარდაჭერაზე.  ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის წარმატებული სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკის და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
სპონსორები