







თბილისი (GBC) - ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) "ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის " 100 მლნ დოლარის გამოყოფას განიხილავს. ბანკის ცნობით, საკითხის დირექტორთა საბჭოში განხილვამდე პროექტის შეფასება მიმდინარეობს.
თანხა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, რაც EIB -ის ცნობით, ჯამში, 300 მლნ დოლარი დაჯდება.
განხილვაში მითითებულია, რომ პროექტი საქართველოს და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით განხორციელდება.
შეგახსენებთ, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბუღილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები.
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება, შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.