ოქრო NYMEX(უნც.)  1296.8  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  909.90  +1.01%    |    ვერცხლი (უნც.)  16.52  +0.70%    |    პალადიუმი NYMEX  977.40  +0.65%    |    ნიკელი (ტონა)  14640  +0.26%    |    ალუმინი (ტონა)  2278.75  +0.26%    |    ნავთობი (Brent)  79.53  -0.34%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.34  +1.31%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.47  -1.13%    |    ხორბალი (ტონა)  533.75  +0.48%    |   
 USD 2.4805        EUR 2.9044        GBP 3.3087        RUB 4.005        UAH 0.9487        AZN 1.4636        AMD 5.1383      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მილიონერი თბილისის მერი: კალაძემ ავტოპარკს რამდენიმე ავტომობილი შემატა  
ფოტო: რადიო ფორტუნა
4 თებერვალი, 2018, 22:29
მილიონერი თბილისის მერი: კალაძემ ავტოპარკს რამდენიმე ავტომობილი შემატა  

თბილისი (GBC) - კახა კალაძემ გასულ  წელს აქტივებს რამდენიმე ბინა და ავტომობილი შემატა.

 თბილისის მერმა,  2017 წელს, თბილისში, ჭავჭავაძის #37  2 ბინა და ორი ავტოფარეხი იყიდა, უძრავი ქონების შეძენაში კი, ჯამში, 174 000 დოლარი დააბანდა.

„ქართული ოცნების“ წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი  ლიდერის აქტივებში საქართველოში კიდევ რამდენიმე სახლი, აგარაკი და მიწის ნაკვეთია. მის მფლობელობაშია  კიევში 2 ბინა და მიწის ნაკვეთიც, რომლის საბაზრო ფასი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ კიევში, უძრავი ქონების შეძენა ცნობილ ფეხბურთელს, 1997-2004 წლებში,  1.65 მლნ დოლარი დაუჯდა.  

უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის დეკლარაციაში კიდევ ერთი უძრავი ქონება გამოჩნდება 390 000 დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი და შენობა, ლისის ტბის მიმდებარედ. მოქმედი ხელშეკრულებით 200 000 დოლარი უკვე გადახდილი, კომპანია „ლისი ფო“-მ კი ვალდებულება 2018 წლის აპრილის  ბოლომდე უნდა შეასრულოს.

მრავალფეროვანია კალაძის ავტოპარკიც- HARLEY DAVIDSON SPRINGER-ს,  BENTLEY CONTINENTAL-ის;  FERRARI GTO-ს,  HARLEY DAVIDSON BOBBER-ს ; FIAT 500 BI POSTO-ს;  HARLEY DAVIDSON V ROD-ს და   MERCEDES BENZ AMG GTS -ს  ავტომობილების მოყვარულმა მერმა და მისმა მეუღლემ  2017 TOYOTA LAND CRUISER 200,   MINI COUPER CLUBMAN  და MERCEDES BENZ VIANO შემატეს, რაც 150 000 დოლარი დაუჯდათ, თუმცა გასულ წელს კალაძე Mercedes Benz G63 - ს შეელია, 380 000 ლარის სანაცვლოდ.

კახა კალაძის აქტივებში ცნობილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის ტილოებიცაა. დედაქალაქის მერის და მისი დიზაინერი მეუღლის ანგარიშებზე 3.9 მლნ დოლარი და  4.6 მლნ ევროც დევს.  

საქართველოში არსებული ბიზნეს- კომპანებიდან მერს შემოსავალი არ მიუღია, უკრაინული ბიზნესიდან კი, 470 000 დოლარი და 280 000 ევრო აქვს მიღებული.

წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ქველმოქმედებაში მიმართული სახსრებიც. ქველმოქმედებას კალაძემ 350 000 ლარი მოახმარა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები