ოქრო NYMEX(უნც.)  1221.2  +0.03%    |    პლატინა (უნც.)  849.60  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  14.37  -0.05%    |    პალადიუმი NYMEX  1161.40  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  11262.5  -1.16%    |    ალუმინი (ტონა)  1939.75  -0.36%    |    ნავთობი (Brent)  66.85  +0.18%    |    გაზი(NYMEX)  4467  +4.49%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.82  +0.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  115.55  +2.62%    |    ხორბალი (ტონა)  503.50  -0.61%    |   
 USD 2.6593        EUR 3.0369        GBP 3.4199        RUB 4.0356        UAH 0.9576        AZN 1.5689        AMD 5.4831      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
არაბული სამყარო და ჩინეთი - ქართული ლუქს ბრენდი  მატერია ახალ ბაზრებს იპყრობს
მარიამ მინაძე
5 თებერვალი, 2018, 17:11
არაბული სამყარო და ჩინეთი - ქართული ლუქს ბრენდი  მატერია ახალ ბაზრებს იპყრობს

თბილისი (GBC) - ქართული ლუქს ბრენდი  „მატერია“, რომელიც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის  და აქსესუარების ხაზებს აერთიანებს მსოფლიო ბაზარზე დივერსიფიცირების პროცესშია.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი  სალომე მიქაშავიძე GBC-სთან პარიზულ გეგმებზე საუბრობს. 27 თებერვალს, ქართული ბრენდის პროდუქცია პარიზში, შოურუმზე ერთი კვირით იქნება წარმოდგენილი.

„პარიზში ეწყობა უფრო ფართომასშტაბიანი შოურუმი, სადაც მიზნობრივი აუდიტორია დიდია და ჩვენი გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით, პარიზში წარმოდგენა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანია, ვიდრე მაგალითად მილანში წარმოდგენა. თუმცა, იტალიაში უკვე იყიდება ჩვენი პროდუქცია“, - აღნიშნავს მიქაშავიძე.

მისი თქმით, კომპანიისთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არაბული და აზიური ბაზრებია. მიმდინარეობს მუშაობა ჩინური ბაზრის ათვისებაზე და პირველი კოლექცია სწორედ ახლა მზადდება ჩინეთში გასაგზავნად.

რაც შეეხება არაბულ ბაზარს, მათ ძალიან მოსწონთ „მატერიას“ პროდუქცია, აინტერესებთ და აქტიურად ყიდულობენ კიდეც. მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაბულ კომპანიასთან, რომელსაც მთელი კოლექციის წაღება სურს არაბეთში.

 „ეს ორი ბაზარი საკმაოდ დიდია და ჩვენთვის მომგებიანი“, - აღნიშნავს კომპანის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, მათი პროდუქცია წარმოდგენილი იყო ნიუ -იორკშიც, სადაც ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში ჰქონდათ კუთხე, თუმცა თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ახალი პარტნიორის მოძიებაზე  მოლაპარაკებები დაწყებულია.  საუბარია ერთ-ერთ სავაჭრო ქსელზე,  რომელსაც რამდენიმე ქალაქში აქვს ფილიალები. თუ რომელ ფილიალში გადაწყვეტს ის პროდუქციის განთავსებას მასზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც წესი მინიმუმ ორ ფილიალში მაინც ათავსებს ხოლმე. საუბარია შემოდგომა - ზამთრის კოლექციაზე, რომელიც ახლა მზადდება და სექტემბრიდან დაიწყება მისი გაყიდვები.

მიქაშავიძე აღნიშნავს, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ონლაინ-გაყიდვები, რომლის მეშვეობით გარდა არაბული ქვეყნებისა, შეკვეთები კეთდება  რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და ა.შ.

რაც შეეხება ევროპული ბაზარის ათვისებას, მისი თქმით, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა აეღოთ წარმოების სერთიფიკატი ევრო 1, რომელიც ბიუროკრატიული პროცესების გაჭიანურების გამო არ აუღიათ. ამის გამო კი ევროპაში  შესვლას ვერ ახერხებენ.

მიქაშავიძე აღნიშნავს, რომ „მატერიას“ პროდუქცია მაღალი კლასისა და შესაბამისად, მაღალი საფასო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი. ამიტომ ქართულ ბაზარზე „მატერიაზე“ დიდი მოთხოვნა არაა, თუმცა აქვთ მეორე ხაზი DOTS ,  რომელიც უფრო საშუალო სეგმენტშია წარმოდგენილი და ქართულ ბაზარზეც ვითარდება. სულ ახლახანს მათი ახალი მაღაზია „გალერია თბილისში“ გაიხსნა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები