ოქრო NYMEX(უნც.)  1221.2  +0.03%    |    პლატინა (უნც.)  849.60  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  14.37  -0.05%    |    პალადიუმი NYMEX  1161.40  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  11262.5  -1.16%    |    ალუმინი (ტონა)  1939.75  -0.36%    |    ნავთობი (Brent)  66.85  +0.18%    |    გაზი(NYMEX)  4467  +4.49%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.82  +0.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  115.55  +2.62%    |    ხორბალი (ტონა)  503.50  -0.61%    |   
 USD 2.6593        EUR 3.0369        GBP 3.4199        RUB 4.0356        UAH 0.9576        AZN 1.5689        AMD 5.4831      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
როგორია გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის თვიური შემოსავალი
6 თებერვალი, 2018, 11:41
როგორია გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის თვიური შემოსავალი

თბილისი (GBC) - საქართველოს მოკრძალებულ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მის მინისტრებზე დაბალი შემოსავალი  აქვს. 

პრემიერის და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 2017 წელს სულ 72 811 ლარი იყო. საოჯახო ბიუჯეტში  კვირიკაშვილის კონტრიბუცია მხოლოდ ხელფასია და 51 000 ლარს არ აღემატება. ოჯახის დეკლარაციაში სხვა შემოსავლები არ ფიგურირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან პრემიერის ოჯახის თვიური შემოსავალი 6067 ლარი იყო.

მთავრობის მეთაურის აქტივები ორ ბინას, აგარაკს და ორ მიწის ნაკვეთს მოიცავს. მათი შეძენა წლების წინ გიორგი კვირიკაშვილს 226 500 ლარი დაუჯდა.

ასევე მოკრძალებულია კვირიკაშვილის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხებიც. ყველაზე მაღალი თანხა 30 000 დოლარი მეუღლის ანგარიშზე ფიქსირდება.

დეკლარაციაში მოხვდა  მამის საჩუქარი, 50 000 დოლარის მოცულობით.

პრემიერს "ბანკ ქართუში" 173 500 დოლარიანი სესხი აქვს, 2030 წლამდე დასაფარი. შარშან  სესხის მომსახურებისთვის 19 745.79 დოლარის ხარჯი აქვს გაწეული.  

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები