ოქრო NYMEX(უნც.)  1221.2  +0.03%    |    პლატინა (უნც.)  849.60  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  14.37  -0.05%    |    პალადიუმი NYMEX  1161.40  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  11262.5  -1.16%    |    ალუმინი (ტონა)  1939.75  -0.36%    |    ნავთობი (Brent)  66.85  +0.18%    |    გაზი(NYMEX)  4467  +4.49%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.82  +0.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  115.55  +2.62%    |    ხორბალი (ტონა)  503.50  -0.61%    |   
 USD 2.6593        EUR 3.0369        GBP 3.4199        RUB 4.0356        UAH 0.9576        AZN 1.5689        AMD 5.4831      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
NATO-ს ექს - გენერალური მდივანი რუსი ბიზნესმენის ბანკის საბჭოს წევრი გახდა
7 თებერვალი, 2018, 11:12
NATO-ს ექს - გენერალური მდივანი რუსი ბიზნესმენის ბანკის საბჭოს წევრი გახდა

თბილისი (GBC) - NATO-ს ექს - გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა, - ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს. 

ამ ბანკის მფლობელი რუსი ბანკირი გრიგორი გუსელნიკოვია, რომელიც ასევე რუსი ოლიგარქის მიხეილ გუცერიევთან ერთად "სბერბანკის" უკრაინული შვილობილის შეძენასაც გეგმავდა. გუცერიევი აშშ-ს "კრემლის ანგარიშშიც" მოხვდა, როგორც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი. 

რასმუსენი 2009-2014 წლებში იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. 2001-2009 წლებში კი, დანიის პრემიერ-მინისტრი. 

"ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება სასარგებლო იქნება Norvik Banka -სთვის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის და  ლატვიასა და ევროკავშირში ზრდის სტრატეგიის ფორმირების კუთხით", -  განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები