სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა 26 მარტს ადგილობრივებთან, რომლებიც წლებია ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, შეხვედრა გამართა.აღნიშნულ ზონაში მცხოვრებთა ნაწილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, მათ გადასახლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება.„შეიძლება ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ ამას ყველა არ ვეთანხმებით, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.ე.წ. რუსულ–აფხაზური შეთანხმების თანახმად, ბაბუშერას აეროპორტის აღდგენისთვის სეპარატისტებმა უნდა „ამოიღონ უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები მესამე პირებისგან, რათა რუსულმა კომპანიამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება შეძლოს“.მანამდე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მლრდ რუბლს (350 მლნ ლარი) შეადგენს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისის შესრულება 2024 წელს იგეგმება.2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტს რუსეთის შს ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია განახორციელებს. ნურგალიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა.
1711619831
ინციდენტი დღეს, 28 მარტს მოხდა და ოფიციალური ინფორმაცია სხვა დეტალებზე ჯერ არ ვრცელდება.თვითმხილველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაკარგული ადამიანი ზვავმა მოიყოლა და იგი ადგილობრივია.
1711618876
ცენტრალური ბანკის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ზედა ზღვარი 0,25 პ.პ.–ით – 8,5%–მდე დასწია, ქვედა ზღვარი კი 6,25%–ის ნიშნულზე შეინარჩუნა.გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან, პარასკევიდან შევა. ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგ გადაწყვეტილებას 1–ელ მაისს ელოდებიან.
1711615509
გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოახლოებული სავადო თარიღები და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დროულად წარადგინოთ დეკლარაცია, ასევე გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადი.დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:ვიდეო სახელმძღვანელოები:https://www.rs.ge/VideoInstructionsმიკრობიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=-BPEEojmCNQმცირე ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=yqJLjkmGWnsინსტრუქცია - საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის (2023 წელი)https://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcwინსტრუქცია - საგადასახადო ვალდებულება (საშემოსავლოს ნაწილში) არამეწარმე ფ/პ-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას (2023 წელი)https://www.youtube.com/watch?v=cbh9ilObv40ფიზიკური პირის მიერ, საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=AMxa-hUwABAგზამკვლევები:https://rs.ge/brochuresხშირად დასმული კითხვები:ფიზიკური პირებისთვის:https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1იურიდიული პირებისთვის:https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.
1711614640
ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება.თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები მომავალი მცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე იქნება.პროექტს სამი ფაქტორი გამოარჩევს: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხის სტანდარტები და რეკრეაციული სივრცეები.პირადი სივრცის განცდათითოეულ აპარტამენტში 3.4-3.6 მეტრი სიგრძის სლაიდური ვიტრაჟები სივრცის შეგრძნებას შეუწყობს ხელს. იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი მცხოვრებლების პირად სივრცეს უზრუნველყოფს.აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.მაღალი ხარისხის სტანდარტებიაპარტამენტების მშენებლობისას, გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალა. პროექტში გათვალისწინებული იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი შენობის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მცხოვრებლების ნივთების შესანახად.აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ინტერიერის პროექტირება კი, საშუალებას იძლევა შეიქმნას დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი.რეკრეაციული სივრცეებითბილისი ჰილსის აპარტამენტებს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმიც გამოარჩევს, რომელიც კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით აღჭურვილი, მოსასვენებელი სივრცე იქნება აპარტამენტებს შორის.აპარტამენტების წინ, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს: სტადიონს, პარკს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვა. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნებით.იმისათვის, რომ მცხოვრებლების ყოველდღიურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს, აპარტამენტებთან ახლოს აშენდება კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება მაღაზიები, აფთიაქი, კაფე და სხვა.პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულებზე:https://www.facebook.com/TbilisiHillsGolfResidenceshttps://tbilisihills.com/index_ge.html
1711614351
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
1711613609
სელფისა და ალდაგს შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პა...
1711105201
საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
1710765780
სებ-მა კიდევ 2 კრიპტო პლატფორმა დაარეგისტრირა
1711128000
სელფი მობაილის ობლიგაციები ბირჟაზე ილისტება
1710433043
წარმატებული ემისიისთვის GSE ემზადება
1710941928