ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GIG ფრანგულ კომპანიებთან პარტნიორობას განიხილავს
7 თებერვალი, 2018, 15:12
GIG  ფრანგულ კომპანიებთან პარტნიორობას განიხილავს

თბილისი (GBC) -  ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ფრანგულ კომპანიებთან პარტნიორობას განიხილავს. 

სამომავალო გეგმებზე GIG -ს და  საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი  ელჩის  პასკალ მენიეს შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც  საელჩოს  კომერციული   ატაშეც ესწრებოდა. 

GIG -ის  დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა ფრანგ დიპლომატებს  კომპანიის ბიზნესპოტფელი გააცნო, რომელიც როგორც ენერგეტიკულ, ასევე არაენერგეტიკულ აქტივებსაც მოიცავს. ამასთან, დავით ბეჟუაშვილმა ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა“  ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზეც ისაუბრა და სტუმრებს კომპანიის გრძელვადიანი ხედვა წარმოუდგინა.

კომპანიის ცნობით, თავის მხრივ, საფრანგეთის   ელჩი  პასკალ მენიე დაინტერესდა  ორი ქვეყნის ბიზნესკომპანიების შესაძლო თანამშრომლობისა  და ფრანგული ინვესტიციების გაფართოების პერსპექტივით. კომპანიის მენეჯმენტის მოსაზრებით, საფრანგეთისა და საქართველოს ბიზნესის სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივას კიდევ უფრო რეალურს ხდის  იმ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან  ორმხრივი  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშკრულებები აძლევს.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელჩის ვიზიტი გახდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლებს შორის შემდგომი შეხვედრების საფუძველი, სადაც  კონკრეტულ ფრანგულ კომპანიებთან საქართველოში   ბიზნესის ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა განიხილება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები