ოქრო NYMEX(უნც.)  1.325.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  823.20  +0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  15.988  +0.13%    |    პალადიუმი NYMEX  1.465.90  +0.77%    |    ნიკელი (ტონა)  12.742.50  +0.63%    |    ალუმინი (ტონა)  1.855.50  -0.05%    |    ნავთობი (Brent)  66.47  +0.03%    |    გაზი(NYMEX)  2.670  +0.38%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.37  +1.75%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  101.30  -1.34%    |    ხორბალი (ტონა)  492.12  +0.43%    |   
 USD 2.6574        EUR 3.0146        GBP 3.4629        RUB 4.0421        UAH 0.9816        AZN 1.5673        AMD 5.4233      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი დანაზოგებს ლარში არ ინახავს
8 თებერვალი, 2018, 13:26
დიმიტრი ქუმსიშვილი დანაზოგებს ლარში არ ინახავს

თბილისი (GBC) - ლარიზაციის კამპანიის აქტიური მონაწილე დიმიტრი ქუმსიშვილი ლარში დანაზოგს არ აკეთებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და მისი მეუღლეს დეპოზიტები მხოლოდ დოლარსა და ევროში აქვთ, სადაც 4 571 დოლარს და 11 286 ევროს ინახავენ.

პირველ ვიცე-პრემიერს გასულ წელს ხელფასის სახით 73 967 ლარი აქვს მიღებული, მის მეუღლეს 1541.61 ლარი. წლიურ შემოსავლებშია 13312 ლარიც, რომელიც მინისტრის ოჯახმა იჯარიდან მიიღო.  

ქუმსიშვილი შპს „კვირის პალიტრას“ პარტნიორიცაა, ერთობლივი კომპანია „რეშენალ სოლუშენსის“ 10% ფლობს, საიდანაც შემოსავლის სახით 6175 ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ამ კომპანიიდან შემოსავალი 45 030 ლარი იყო.

რაც შეეხება მინისტრის აქტივებს. მასი ოჯახის მფლობელობაში  თბილისში  5  ბინა, სახლი ლამისყანაში, ასევე სახლი და მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროში და მიწის ნაკვეთები წყნეთში. ე.წ ნუშის ბაღის ტერიტორიაზე.  ამ ქონების საბაზრო ღირებულება უცნობია. მათი ნაწილი მემკვიდრეობით არის მიღებული ან ნაჩუქარია. სხვა ქონების შეძენისას კი, გასულ წლებში დიმიტრი ქუმსიშვილს ჯამში 451 507 ლარი აქვს გადახდილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   
სპონსორები