ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება
8 თებერვალი, 2018, 13:39
აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება

თბილისი (GBC) - ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის “ქუთაისი- სოხუმის”, ქობულეთის განშტოების 700 მეტრიანი მონაკვეთი ახალ დერეფანში გადაიტანა, რითაც ორი რეგიონის გაზმომარაგების შეწყვეტის საშიშროება მოიხსნა.

კორპორაციის ცნობით, 2017 წლის დეკემბერში ადიდებულმა მდინარე სუფსამ, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 23-ე კმ-ზე ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ზომლეთთან 80 მეტრი სიგრძის მონაკვეთი  და 34-ე კმ-ზე ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითთან, 100 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი დააზიანა. 34-ე კმ-ზე დაფიქსრიდა გაზის მცირე გაჟონვებიც, რომელიც ავარიულ რეჟიმში მალევე შეკეთდა. მასშტაბური ავარიის თავიდან ასაცილებლად  საჭირო გახდა 700 მეტრი სიგრძის მილის ახალ დერეფანში გადატანა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ორი თვის განმავლობაში საკუთარი რესურსით და ტექნიკით სრული მობილიზებით, მაგისტრალური გაზსადენი “ქუთაისი-სოხუმის”  ქობულეთის განშტოების ახალი 700 მეტრიანი სიგრძის 500 მმ-იანი დიამეტრის  მონაკვეთი ააშენა. 6 თებერვალს, ახლად აშენებულ მილსადენზე, მოქმედ მაგისტრალთან შეჭრითი სამუშაოები ჩატარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები