ოქრო NYMEX(უნც.)  1296.8  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  909.90  +1.01%    |    ვერცხლი (უნც.)  16.52  +0.70%    |    პალადიუმი NYMEX  977.40  +0.65%    |    ნიკელი (ტონა)  14640  +0.26%    |    ალუმინი (ტონა)  2278.75  +0.26%    |    ნავთობი (Brent)  79.53  -0.34%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.34  +1.31%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.47  -1.13%    |    ხორბალი (ტონა)  533.75  +0.48%    |   
 USD 2.4805        EUR 2.9044        GBP 3.3087        RUB 4.005        UAH 0.9487        AZN 1.4636        AMD 5.1383      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი პროდუქტებს ვალით ყიდულობს
მარიამ მინაძე
8 თებერვალი, 2018, 14:12
საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი პროდუქტებს ვალით ყიდულობს

თბილისი (GBC) - ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია OXFAM-ის მონაცემებით, საქართველოში ოჯახების 60%-ზე მეტი პროდუქტებს ვალით ყიდულობს, რადგან მათი შემოსავალი თვეში 700 ლარს არ აღემატება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  ეს თანხა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ვალების გარეშე ადამიანმა ცხოვრება შეძლოს.

მათი მონაცემებით,  საქართველოში ოჯახების მხოლოდ 18% იღებს შემოსავალს 700-დან 1200 ლარამდე თვეში, რაც ითვლება საშუალო კლასად.  მაღალშემოსავლიანი კლასი, რაც გულისხმობს იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალი 1200 ლარზე მეტია, შეადგენს დაახლოებით, საქართველოს მოსახლეობის 4%-ს.

თამარ მანჯავაძის თქმით, რომელიც კვლევის ერთ-ერთი ავტორია, საქართველოს მოსახლეობის 65% მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც ხარჯავს მისი შემოსავლის 65% -ს კვებაში.

"ისინი პრაქტიკულად ვერ აძლევენ თავიანთ თავს იმის უფლებას, რომ თანხა გადაანაწილონ სხვა ხარჯებისთვის. ასევე მათი დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდიდან გარკვეულ პერიოდამდე პროდუქტს ვალით ყიდულობს”, - აღნიშნავს ის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები