ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მედლის მეორე მხარე- რა არგუმენტები აქვს ბადაგონის წილების დავაში ვლადიმერ ჯანჯღავას
ფოტო:digest.pia.ge
9 თებერვალი, 2018, 15:01
მედლის მეორე მხარე- რა არგუმენტები აქვს ბადაგონის წილების დავაში ვლადიმერ ჯანჯღავას

თბილისი (GBC) - საქართველოდან ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი „ბადაგონის“ წილებზე დავა გრძელდება.

მოპასუხე მხარის მწვავე ბრალდებების შედეგ, პარასკევს, მედიას საკუთარი პოზიცია მოდავემ, „გრაკორო ტრეიდინგის“ ადვოკატებმა გააცნეს და მეტი დამაჯერებლობისთვის პროცესში „ბადაგონის“ საპატიო დირექტორი, თემურ უბილავაც ჩართეს, რომელიც კომპანიაში განვითარებული მოვლენების მოწმეა.

„ის რაც დღეს ხდება ვერ ვიგებ, ვფიქრობ, მოვიდა დრო შევახსენო ბატონ სალაყაიას, რომ ყველა ფულად სახსრებს იღებდა ჩემგან. ჩვენ ვმეგობრობდით, სამწუხაროდ, მან ეს ყველაფერი დაივიწყა. ის დღეს იგნორირებას უწევს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. იძულებული ვარ თავად ვიპოვო გზები და მას ანგარიში გავუსწორო. ბატონმა სალაყაიამ ჩემი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“, - აცხადებს „გრაკორო ტრეიდინგის“ ბენეფიციარი მესაკუთრე, ვლადიმერ ჯანჯღავა, რომელსაც მისი ადვოკატი იმედა დვალიძის განცხადებით კომპანიაში 14 მლნ დოლარი აქვს ჩადებული.

კომპანიის ადვოკატები  „გრაკორო ტრეიდინგის“ მიერ გიორგი სალაყაიაზე წილების ეტაპობრივად გადაფორმებასაც განმარტავენ. მათი თქმით, სალაყაია „ბადაგონის“ მეწილეთა შორის 2006 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდა. მაშინ, მას, როგორც „საუკეთესო მენეჯერს“ ჯანჯღავამ 19% აჩუქა. მომდევნო წლებში კი, წილების გადაფორმება შიდა ბაზრიდან საბანკო დაფინანსების მოპოვებისთვის პროცედურების გამარტივების გამო მოხდა. ბანკები ბენეფიციარ მესაკუთრეზე ინფორმაციას ითხოვენ, წილების სალაყაიაზე გადაფორმებით კი, კრედიტის აღება მარტივდებოდა.  სწორედ ამიტომ, სალაყაიას ჯერ  60%, შემდეგ კი, დარჩენილი 21% გადაეცა, თუმცა პირობით, რომ წილებს ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ უკან დააბრუნებდა. თუმცა 2017 წლის დასაწყისში „ბადაგონის“ უკვე 100%-ის მფლობელმა ჯანჯღავასთვის 81% -ის უკან დაბრუნებაზე უარი თქვს.

ადვოკატები 2006 წელს ვლადიმერ ჯანჯღავასთვის  „ბადაგონის“ მიერ 1.2 მლნ დოლარის გადახდას საპროცენტო სარგებლის დაბრუნებას უწოდებენ და გამორიცხავენ, რომ ეს კომპანიის წილის ღირებულება  იყო.

იმედა დვალიძე ამბობს, რომ კომპანიამ დამფუძნებლისგან სახსრები ჯერ სესხის სახით, ფიქსირებული პროცენტით მიიღო, თუმცა შემდეგ ეს თანხა კაპიტალში აისახა. 1.2 მილიონი კი, სწორედ სესხის დროს დარიცხული პროცენტი იყო.

ჯანჯღავა და მის ადვოკატები ასევე უარყოფენ გიორგი სალაყაიას ბრალდება, რომ ექს-დამფუძნებელი კომპანიის წართმევას ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ცდილობს.

" ბადაგონის"  ძველი და ახალი მფლობელების დავაში,  დავით ბეჟუაშვილის სახელის უკონტექსტოდ  ხსენება გაუგებარია თავად ბიზნესმენისთვის.  დავით ბეჟუაშვილის  ადვოკატი  ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ   ბეჟუაშვილის მიმართ აბსურდული ბრალდებები, სალაყაიამ ან უნდა დაასაბუთოს ან უარყოს.  

ბეჟუაშვილის ინტერესების დამცველი   ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის  სარჩელს ამზადებს, რომელსაც სასამართლოში ორშაბათს შეიტანს.

შეგახსენებთ, საქმეში ჩართულია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, რომელიც საკითხს სწავლობს. პროცესის ზედამხედველობა პრემიერმა ბიზნესომბუდსმენს დაავალა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები