ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მესტვირიშვილი: იმ საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალით რაც გვაქვს, ლარის სესხი უფრო მომგებიანია
9 თებერვალი, 2018, 16:58
მესტვირიშვილი: იმ საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალით რაც გვაქვს, ლარის სესხი უფრო მომგებიანია

თბილისი (GBC) – უმეტეს შემთხვევაში, იმ საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალით, რაც ჩვენ გვაქვს, ლარის სესხი უფრო მომგებიანია, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციისას. 

არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად,  ლარის სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა, გრძელვადიან პერიოდში, კლიენტს მომსახურების ტვირთი შეუმსუბუქდა.

ბანკირი ლარის კრედიტების გაძვირებას ადასტურებს, მოკლევადინი კრედიტებზე 9.2 პროცენტული პუნქტით განაკვეთის გაზრდას კი, საბანკო სექტორში  მაღალპროცენტიანი   სამომხმარებლო სესხების ხვედრითი წილის ზრდას უკავშირებს, რაც სტატისტიკაში  საპროცენტო განაკვეთების ზრდას აჩვენებს. აქვე მესტვირიშვილი სტატისტიკურ მონაცემებში შესაძლო შეცდომასაც არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა 2017 წელს იყო საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ჩვენ ავწიეთ რეფინანსირების  განაკვეთი, ასევე იყო მოლოდინი რომ მომავალშიც გავზრდიდით, ასევე  ლარში გამოხატული სესხების ზრდა გაცილებით მაღალი იყო წინა პერიოდთან შედარებით, საბოლოო ჯამში,  ამან გამოიწვია საპროცენტო განაკვეთების დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით ზრდა. რაც შეეხება მთლიან სესხებს, თუ მეტი სამომხარებლო სესხი იყო გაცემული, ეს პორტფელში უფრო მაღალ პროცენტს აჩვენეს, თუმცა იქ, სავარაუდოდ, სტატისტიკურ შეცდომებთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს მესტვირიშვილი.

მისი თქმით, სავალუტო რისკი ბანკების მიერ შეფასებულია 5-6%-ად და როდესაც სესხის აღება ხდება, მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს რა დაუჯდება სესხის მომსახურება.

„შეიძლება საპროცენტო განაკვეთი დოლარისა და ლარის სესხს შორის იყოს დოლარისთვის უპირატესი, მაგრამ უნდა გავითავლისწინოთ სავალუტო რისკები და მთლიანობაში უნდა შევხედოთ, რა შეიძლება დაგვიჯდეს სესხის მომსახურება.  უმეტეს შემთხვევაში, იმ საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალით,  რაც ჩვენ გვაქვს, ლარის სესხი უფრო მომგებიანია მათთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი“, - აღნიშნავს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.  

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ბანკების პორტფელში ყველაზე  მზარდი სამომხმარებლო სესხებია, ასევე ყველაზე გაძვირებული. ამ სახის დაკრედიტების წლიური ზრდაა 25% Y.Y, საპროცენტო განაკვეთის, 6.66% Y.Y.

სამომხმარებლო სესხებში ყველაზე გაძვირებული  ლარის მოკლევადინი კრედიტებია. სებ-ის სტატისტიკით, საშუალო წლიური განაკვეთი 28.9%-ია და  იყო 19.7%(L/Y).  9.2%-ული პუნქტით არის გაზრდილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები