ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
12 თებერვალი, 2018, 11:53
კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC) - "ნილი", რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს , საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომპანია "ნილის" მენეჯმენტი  კომპანიის გარშემო ბოლო პერიოდში შექმნილ აჟიოტაჟს დაინტერესებული მხარეების ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს. 

"ჩვენი კომპანია 2005 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე, 13-წლიანი მუშაობის განმავლობაში კომპანია არა ერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. კომპანია დღეს დარგის ლიდერია და ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე მხოლოდ ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "ნილის" ხარისხი აღიარებულია ასობით სერთიფიკატით, ლაბორატორიული კვლევებითა და იმ ნდობით, რომელიც კომპანიამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა. თითოეულ იმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ საბავშვო ბაღებსა და სხვა ობიექტებს, ინტენსიურად (ხშირ შემთხვევაში თვეში ერთხელ) უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რაც იმის დასტურია, რომ "ნილის" პროდუქციის უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია", -  ნათქვამია კომპანია "ნილის" საგანგებო განცხადებაში.

შპს ,,ნილი“ დაარსდა 2005 წლის 22 აპრილს. დაარსების დღიდან კომპანია აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს და ასევე უწევს კვებით მომსახურებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს. შპს ნილს აქვს მოგებული მრავალი სახელმწიფო ტენდერი. კომპანია არის დარგის ლიდერი, აქვს მიღებული მრავალი ჯილდო და სამადლობელი წერილი.

2011 წელს კომპანიამ განახორციელა მასშტაბური პროექტი, კერძოდ, ქსნის #15 და რუსთავის #16 დაწესებულებებში ააშენა პურის ქარხნები, რომლებშიც დაასაქმა მსჯავრდებულები ანაზღაურებით. როგორც შპს ,,ნილი“-ს განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ამაყობს აღნიშნული პროექტით ვინაიდან ასეულობით ადამიანს მისცა დასაქმების, განვითარებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საშუალება.

2015 წლიდან კომპანია ახორციელებდა მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონებში გახსნილი უფასო სასადილოების 12000 მდე ბენეფიციარის მომსახურებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შპს ,,ნილი“ სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ტრანსპორტით, ყოველდღიურად, უზრუნველყოფდა სტრატეგიულ სიმაღლეებზე განლაგებული საჯარისო დანაყოფების პურით მომარაგებას. 

2008 წლის ომის შემდეგ, შპს ,,ნილი“მ გაეროსგან სამადლობელი წერილი მიიღო. დღეისათვის საწარმო აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გერმანული წარმოების თანამედროვე როტაციული ღუმელებით. კომპანიას დასაქმებული ყავს 100 მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.

შპს ,,ნილი“ ISO- სერტიფიკატის მფლობელია.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები