ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4479        EUR 2.866        GBP 3.2462        RUB 3.9322        UAH 0.9338        AZN 1.4438        AMD 5.085      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
ევექსის ქსელში რადიოლოგიური კვლევები უახლესი თაობის აპარატებით ხორციელდება
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ფოსტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გზავნილებზე განცხადებას ავრცელებს
13 თებერვალი, 2018, 17:09
საქართველოს ფოსტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გზავნილებზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC) -  საქართველოს ფოსტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გზავნილებზე განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში საქმისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესზე აღნიშნავენ და „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ამასთან ასაჯაროებს „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ გაგზავნილი გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების  ბრალდება გზავნილების „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაკარგვის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ავღნიშნოთ, რომ  „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ “საქართველოსფოსტის” მეშვეობით 2017 წლის დეკემბრის თვეში სულ გაიგზავნა 30 გზავნილი. გამგზავნმა “საქართველოსფოსტას” მხოლოდ 5 გზავნილთან დაკავშირებით მომართა პრეტენზიით, რის საფუძველზეც „საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო საერთაშორისო საფოსტო ნორმებით დადგენილი მოკვლევის პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 5 გზავნილიდან  2  ჩაბარებულია ადრესატისათვის, ხოლო 3 გზავნილზე განხორციელებულია ვიზიტი ადრესატის მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა. აღნიშნული გზავნილები, მათი შენახვის ვადის  ამოწურვის შემდეგ დაბრუნებულია  უკან საქართველოში და ჩაბარებულია  გამომგზავნისათვის („თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლისათვის). შესაბამისად არც ერთი გზავნილი არ არის დაკარგული, ამასთან არც ერთ გზავნილთან მიმართებაში საფოსტო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  რეკლამაციის (პრეტენზიის) წლიურმა  მაჩვენებელმა მხოლოდ 0.1% შეადგინა. ამასთანავე „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა, აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი,ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები