ოქრო NYMEX(უნც.)  1223.8  -0.01%    |    პლატინა (უნც.)  819.3  +1.61%    |    ვერცხლი (უნც.)  15.38  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  878  +1.31%    |    ნიკელი (ტონა)  13522.5  +0.73%    |    ალუმინი (ტონა)  2025.5  +1.11%    |    ნავთობი (Brent)  72.59  -0.01%    |    გაზი(NYMEX)  2768  -0.04%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.02  +0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  108.65  +0.04%    |    ხორბალი (ტონა)  507.5  +3.3%    |   
 USD 2.4417        EUR 2.8436        GBP 3.1813        RUB 3.843        UAH 0.9235        AZN 1.4401        AMD 5.0805      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ანაკლიის პორტში სამუშაოების დასაწყებად Van Oord-ის გემებს უახლოეს დღეებში ელიან
ვინ არის ევექსის პოლიკლინიკის ექიმი, რომელმაც პაციენტი აეროპორტში ამშობიარა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო  ნებიერა იხსნება
13 თებერვალი, 2018, 17:19
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო  ნებიერა იხსნება

თბილისი (GBC) - გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო  ნებიერა იხსნება.

გახსნის ცერემონიალი 2018 წლის 14 თებერვალს, 11:00-ზე, ქ.გორში გაიმართება და მას  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი  დაესწრება.

საწარმო „ნებიერა“ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს.

ქარხნის დაფუძნების იდეა  დუალური განათლების მოდელზე იყო მორგებული და ის  გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.  

საწარმოში  დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის პრაქტიკა აღდგა, რაშიც მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება.

დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის მიხედვით სტუდენტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ითავსებენ. საქართველოში წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირების  მიზნით  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს საკოორდინაციო საბჭოს ჩამოაყალიბებს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის მიზნით სამ მხარეს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

საწარმო „ნებიერა“ ხელახალ გახსნამდე  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს ირმა კიტრიაშვილს გადაეცა, რომელიც ქარხნის მუშაობის განახლებასთან ერთად დუალური პროფესიული განათლების განვითარებისხელშეწყობის  ვალდებულებასაც იღებს. ამ დროისთვის ქარხანაში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები