ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.6682        EUR 3.0324        GBP 3.4009        RUB 3.9852        UAH 0.9589        AZN 1.5696        AMD 5.5014      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RMG გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგავს  
14 თებერვალი, 2018, 10:45
RMG გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგავს  

თბილისი (GBC) - კომპანია RMG-ის დირექტორებმა სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში წარმოდგენილია კომპანიის ხედვა და პრინციპები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს  გარემოს ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შრომის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

ამ დოკუმენტით კომპანია  RMG-ი ადასტურებს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს თავის საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად, რათა ამ დრომდე გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს. დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.

ამ მიმართულებით კომპანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა არსებულ რეგულაციას ასრულებს. გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის ხელმოწერით RMG კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ საკითხებში მეტი ეფექტურობის მისაღწევად მჭიდროდ და ღიად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები