ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GPI: სავაჭრო ცენტრიდან შემოსულია 3 განაცხადი, ქონების სადაზღვევო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა
27 თებერვალი, 2018, 12:40
GPI: სავაჭრო ცენტრიდან შემოსულია 3 განაცხადი,  ქონების სადაზღვევო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა

თბილისი (GBC) - თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი  „თერგი“ (ქალაქის გული), რომელიც გასულ ღამეს ძლიერი ხანძრის შედეგად დაზიანდა, „ჯიპიაი ჰოლდინგში“ როგორც ქონების, ისე მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისებითაა დაზღვეული.

გარდა ამისა, ჯიპიაის მცირე მეწარმეთა დაზღვევის პოლისით სარგებლობდა რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.  ამ დროისთვის კომპანიაში  შემოსულია სამი ობიექტის განაცხადი, რომელთა ქონების საერთო სადაზღვევო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

გასულ წელს ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად, ჯიპიაიმ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის, დაიწყო პროექტი, რომელიც ბიზნესის დაზღვევის 50%-ან თანადაფინასებას გულისხმობდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებშია დაზღვეული ის რამდენიმე ობიექტი, რომელთა ზარალის დარეგულირებაც უკვე დაწყებულია.

ჯიპიაი ჰოლდინგის ზარალების მართვის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან კომპანიის წარმოამდგენლები, რათა მოხდეს ზარალის დროული შეფასება და  დარეგულირება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები