ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.667        EUR 3.0412        GBP 3.3884        RUB 4.0143        UAH 0.961        AZN 1.5735        AMD 5.4933      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაგთი აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებაზე განმარტებას აკეთებს
2 მარტი, 2018, 12:09
მაგთი აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებაზე განმარტებას აკეთებს

თბილისი (GBC) - კომპანია „მაგთიკომი“  აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაფორმება მათ მხრიდან ხდება სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურ პირებთან, ამიტომ თითოეული ასეთი აბონენტის ინფორმირებაზე მაგთიკომი პასუხისმგებელი ვერ იქნება. 

"მაგთიკომი ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მაგთიკომი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე მაგთიკომი პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან: 
4.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის და/ან ცალკეულ სააბონენტო ნომერზე შემსყიდველის ინიცირებით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაუქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის გაუხარჯავი პაკეტები (ერთეულები)", - ნათქვამია განცხადებაში და მითითებულია  შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი 
http://www.procurement.gov.ge/Konsolidirebuli/phone_service.aspx 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები