ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რა შემოსავალი ჰქონდა წლის მთავარ ოსკაროსან ფილმს, წყლის ფორმას
5 მარტი, 2018, 10:56
რა შემოსავალი ჰქონდა წლის მთავარ ოსკაროსან ფილმს, წყლის ფორმას

თბილისი (GBC) -  2018 წლის მთავარი ოსკარის მფლობელი ფილმი "წყლის ფორმა" გახდა.

გილიერმო დელ ტოროს ახალი ნამუშევარი წელს 13 კატეგორიაში იყო წარდგენილი. გარდა წლის ფილმის ტიტულისა, ფილმს კიდევ 3 ოსკარი ერგო. გილიერმო დელ ტორო საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა; ასევე ოსკარი ერგო ფილმს "საუკეთესო საუდტრეკისა" და "ფილმის საუკეთესო დიზაინისთვის" 

"წყლის ფორმა" პრემიერა 2017 წლის 31 აგვისტოს შედგა. კინოგაქირავებაში კი, 2017 წლის 1 დეკემბერს ჩაეშვა. 

ფილმის გადაღება სულ 19.5 მლნ დოლარი დაჯდა. boxofficemojo.com -ის მონაცემებით კი, მისი საკასო შემოსავალი ამ დროისათვის 126. 4 მლნ დოლარია. 

ფილმში მოქმედება ამერიკაში, 1963 წელს ცივი ომის დროს ვითარდება.  სიუჟეტის ცენტრშია ელიზა,  ლაბორატორიის დამლაგებელი, სადაც ტყვედ აყვანილი ადამიანი-ამფიბია იმყოფება. ელიზას ადამიანი-ამფიბია უყვარდება და გადაწყვეტს მას გაქცევაში დაეხმაროს. თუმცა,  აღმოაჩენს, რომ ცხოვრება ლაბორატორიის გარეთ ადამიანი-ამფიბიისთვის შეიძლება ბევრად უფრო საშიში აღმოჩდეს, ვიდრე ეს მას ადრე წარმოედგინა.  

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ: 

რეჟისორი - გილერმო დელ ტორო ("წყლის ფორმა")

ქალის როლი - ფრენსის მაკდორმარდი (სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური)

მამაკაცის როლი-გარი ოლდმანი ("Dark Times")

ადაპტირებული სცენარი - Call me by your name

ორიგინალური სცენარი - Off

ოპერატორი - როჯერ დიკენსი

ქალის მეორეხარისხოვანი როლი- ელისონ ჯენი ( მე, ტონია)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი -სემ როქუელი 

უცხოენოვანი ფილმი - "ფანტასტიკური ქალი"

სრულმეტრაჟიანი მულტფილმი - "კოკორის საიდუმლო"

დოკუმენტური ფილმი-"იკაროსი"

საუნდტრეკი ალექსანდრე დეპლა ("წყლის ფორმა")

სიმღერა - დამიმახსოვრე ("კოკორის საიდუმლო")

მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი- Dear basketball

დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი - Paradise is a cork on the 405th highway

ხმის რეჟისურა და მონტაჟი - „დიუნკერკი''

სპეციალური ეფექტები - Blade Runner 2049

კოსტიუმები - Ghost Thread

მაკიაჟი და ვარცხნილობა - Dark times

ფილმის საუკეთესო დიზაინი – “წყლის ფორმა”

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები