ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6678        EUR 3.0138        GBP 3.359        RUB 4.0173        UAH 0.9566        AZN 1.5737        AMD 5.5052      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გიორგი სალაყაია: გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე
5 მარტი, 2018, 13:34
გიორგი სალაყაია:  გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე

თბილისი (GBC) - კომპანია "ბადაგონის" თბილისის ოფისი დღეიდან მუშაობას წყვეტს და კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ბადაგონის მფლობელმა  გიორგი სალაყაიამ განაცხადა. 

ბიზნესმენი ამბობს, რომ კომპანიის წილების გამო დაწყებული დავის,  „ბადაგონში“ ფინანსური პოლიციის შემოსვლის და უბინძურესი საინფორმაციო კამპანიის შედეგად კომპანიამ  უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

"მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა აღუთქვა მხარდაჭერა „ბადაგონს“ და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრისგან მე ვიგრძენი კომპანიის მიმართ სრული მხარდაჭერა და დახმარების გულწრფელი სურვილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ „ბადაგონს“, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას ეხება.
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შევაჩეროთ საქმიანობა „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისში, დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას „ბადაგონის“ ყველა საწარმოში. ჩვენ გადავდივართ კახეთში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე", - განაცხადა ასლაყაიამ. 

ის ამბობს, რომ მზადაა  ყველა არსებული პრეტენზიის განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში -"მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვით და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში". 

შეგახსენებთ, კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2018 წლის 7 თებერვალს შევიდა. გიორგი სალაყაიას კომპანიის დამფუძნებელი წილების მითვისებას ედავება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები