ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6678        EUR 3.0138        GBP 3.359        RUB 4.0173        UAH 0.9566        AZN 1.5737        AMD 5.5052      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TOYOTA -მ  სედანის მეფე,  ახალი Camry წარადგინა
მარიამ მინაძე
7 მარტი, 2018, 14:30
TOYOTA -მ  სედანის მეფე,  ახალი Camry წარადგინა

 

თბილისი (GBC) – ჩვენ გვსურდა შემდეგი თაობის კამრით ადამიანებთან სულიერი კონტაქტი დაგვემყარებინა, ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი სედანის კონცეფცია, რომელიც ფლობს უპირატესობას პერფორმანსის და პრაქტიკულობის კუთხით. ახალი თაობის Camry არის  „სედანის მეფე“  - ამ სიტყვებით წარადგინა  ავტომობილის მთავარმა ინჟინერმა  მასატო კაცუმატამ მისი შედევრი.

მე-8 თაობის Camry-ს პრეზენტაცია “ტოიოტა კავკასიის”ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მასატო კაცუმატამ დეტალურად გააცნო მათ Camry-ს შექმნის პროცესი, პროექტირებიდან, თითოეული უნიკალური დეტალის აღწერამდე.

პრეზენტაციის შემდეგ კი, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რუსთავის მცირე და დიდი ზომის ტრეკებზე, თავად გამოსცადეს ახალი ავტომობილის შესაძლებლობები და უპირატესობები. სირბილე, მოქნილობა, კომფორტი, სიმარტივე, სიმშვიდე - ეს ის შეგრძნებებია, რომელსაც ავტომობილში ჩასხდომისთანავე აუცილებლად იგრძნობთ.

კაცუმატა ამბობს, რომ მე-8 თაობის Camry, სრულიად ითვალისწინებს TNGA-ს (ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურა) არქიტექტურას, რაც დიზაინისა და ინჟინერიის ფილოსოფიას მოიცავს და ესაა კომპანიის სრულიად ახალი სტრატეგია განვითარების გზაზე.

„ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა“, - ტოიოტას ამ ღირებულებებთან ერთად კაცუმატა Camry-ს ავტომობილის უპირატესობებს შორის კომფორტულობას, პერფორმანსს, ფუფუნებას, უსაფრთხოებას და  ხელმისაწვდომობას ასახელებს. „ესაა უპრეცენდენტო ცვლილება, ესაა ტარება მომავალში“, - აღნიშნავს ის.

ახალი ავტომობილის კონცეფცია ძველი მოდელისგან განსხვავებით ახალგაზრდულობას, აგრესიულობას და სპორტულობასაც მოიცავს.  

ახალი ავტომობილი, მაქსიმალურადაა დადაბლებული, შეიცვალა მანქანის ზომებიც  და უფრო მეტად მოერგო მძღოლის კომფორტს.

ახალი Camry მაქსიმალურადაა ოპტიმიზირებული ხმის იზოლაციის სისტემით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გარე ხმაურის სალონში შეღწევადობა.

Toyota-ს წარმომადგენლებმა სტატისტიკაც წარმოადგინეს,  Camry-ს მფლობელთა 90% მომავალ ავტომობილად ისევ ამ ბრენდს, თუმცა ახალ  მოდელს ირჩევს. 
მასატო კაცუმატას განცხადებით, ნებისმიერ პროექტზე მუშაობა მისთვის, როგორც მთავარი ინჟინერისთვის ერთნაირი პასუხისმგებლობაა, თუმცა TNGA ინფრასტრუქტურის შემთხვევაში საუბარია რადიკალურ ცვლილებებზე და ეს მისთვის დიდ და საინტერესო გამოწვევასთან ერთად, სასიამოვნოც იყო.

კომპანიის განცხადებით, წლიური 700,000-ზე მეტი გაყიდვით (ბაზრის 10%), Camry  მსოფლიოს გაყიდვების ბესტსელერად რჩება, სედანების D/E კატეგორიაში. 

1992 წლის შემდეგ, რაც ტოიოტამ პირველი Camry გამოუშვა, დღეს უკვე მე-8 თაობაში შექმნა სრულიად ახალი ავტომობილი, რომელიც მძღოლს ექსტერიერისა და ინტერიერის დახვეწილ დიზაინს, უსაფრთხოებას, ინოვაციურ ტექნოლოგიას და მართვით მიღებულ სიამოვნებას სთავაზობს.

კომპანიის ბაზრის კვლევით, Camry კავკასიაში 33%-იან წილს იკავებს. მისი გაყიდვების 60% საცალო სეგმენტზე მოდის, ძირითადად მამაკაცები, მენეჯერები, მოგზაურობის მოყვარულები, ინდივიდუალური მეწარმეები და ა.შ. გაყიდვების 40% კორპორატიულ სეგმენტზე მოდის, მათ შორის, სამშენებლო სექტორი, საბანკო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამინისტროები და ა.შ. საქართველოში მოთხოვნადია  შავი ფერის ავტომობილი, სომხეთში თეთრი, ხოლო აზერბაიჯანში კი შავი, თეთრი და ვერცხლისფერი.

Toyota-ს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ახალი Camry დიდი მოთხოვნით ისარგებლებს და ახალ ავტომობილს ბაზარი კარგად მიიღებს.

როგორც ჩანს, ასეც მოხდა, Toyota Center Tbilisi-სა და Toyota Center Tegeta-ში გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩამოსული ავტომობილები სრულადაა გაყიდული.

Toyota Center Tbilisi - ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გაგუას მოლოდინით, წლის განმავლობაში ყოველთვიურად მინიმუმ 20 ახალი Camry გაიყიდება.  მისი თქმით, ბიზნეს კლასის სედანში მას კონკურენტი არ ჰყოლია, რადგან ის სამთავრობო და კერძო სექტორში დიდი მოწონებით სარგებლობს. ეს იქნება ხელმისაწვდომი საშუალო კლასისთვის, რადგანაც საწყისი ღირებულება 24,200 დოლარის ექვივალენტია ლარში.

Camry-ს ლიდერ პოზიციებს ამ სეგმენტში Toyota Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი, გიორგი კობახიძეც უსვამს ხაზს.  კომპანიამ გასულ წელს, ამ სეგმენტში, 45 ავტომობილამდე გაიყიდა, თუმცა მისი განმარტებით, ეს მაჩვენებელი კარგია, რადგანაც იგეგმებოდა მოდელის ცვლა, რამაც Camry -ს თაყვანისმცემლები  მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. წელს კი, კომპანია რეალიზაციის გაზრდილ მაჩვენებელს ელის.

 „ახალი მოდელი ბევრად დახვეწილია და ტექნიკური მახასიათებლებითაც ბევრადაა გაუმჯობესებული“, - მოდელი დიდი პოპულარობით და მოთხოვნით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და კობახიძე იმედოვნებს, რომ კომპანია უმოკლეს დროში შეძლებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აღსანიშნავია, რომ Camry იაპონიასა (უკრაინისა და კავკასიისთვის) და რუსეთში (რუსეთისა და ყაზახეთისთვის) იწარმოება და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. დღემდე ჯამში 19 მილიონი ერთეული ავტომობილია გაყიდული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, იაპონიასა და რუსეთში წარმოებულ ავტომობილებს შორის ხარისხობრივ ტექნიკური სხვაობა არ არის, სხვაობა მდგომარეობს ფერებში, გარკვეული ფერის Camry იაპონიაში, გარკვეული კი რუსეთში იწარმოება.

ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები