ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ გრძელდება
7 მარტი, 2018, 20:27
ლიბერთი ბანკის კამპანია #მემოხუციარვარ გრძელდება

თბილისი (GBC) - საახალწლოდ დაწყებული სოციალური აქცია #მემოხუციარვარ, ლიბერთი ბანკმა გააგრძელა  და სარვამარტოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 მოხუცთა პანსიონატის 200-ზე მეტი ბენეფიციარი ქალბატონისთვის გაზაფხულის განსაკუთრებული დღე მოაწყო.

,,მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი ასეთ მასშტაბურ პროექტს აგრძელებს. დღეს, მოხუცთა პანსიონატის ბინადარ ქალბატონებს საჩუქრები და განსაკუთრებული სიურპრიზი დახვდათ: პროფესიონალმა სტილისტებმა ჩვენი ქალბატონები ლამაზი ვარცხნილობით და სადღესასწაულო მაკიაჟით გაანებივრეს. თითოეულ მათგანს, მართლაც რომ, ახალგაზრდობა გაახსენეს და გაზაფხულის ეს დღე გაულამაზეს. იცით, ლიბერთი ბანკი სწორედ იქ მოვიდა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და თანადგომა’ - განაცხადა პანსიონატ ‘ბასილიადა’-ს ხელმძღვანელმა რუსუდან ბერიძემ.

,,დღეს, მე ჩემს წარსულში დამაბრუნეს, როცა 8 მარტისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ახალგაზრდობა გავიხსენე... 96 წლის ქალს სარკეში ჩახედვის სურვილი დამიბრუნეს და ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს’ - განაცხადა თავშესაფრის ყველაზე ასაკოვანმა ბინადარმა, ნინა მამფორიამ.

,,ლიბერთი ბანკმა, ჩვენს პროფესიონალ სტილისტებთან ერთად, სპეციალურად მოგვიწვია 8 მარტი რომ გაგველამაზებინა ამ ქალბატონებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია #მემოხუციარვარ აქციაში მონაწილეობა“ - განაცხადა სილამაზის სალონ “Jungle Fever”-ის მენეჯერმა, მარიამ გოდერძიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები